საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2011 წლის 18 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 22 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.420%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური – 9.480%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 9.450%-ით.