აქტუალური
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს, 18 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის 182-დღიან N20 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.69%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური – 8.85%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 8.76%–ით.