საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 990 პაციენტი

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 990 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 717 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 507, „პისიარ“ ტესტით – 13 210.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,54%, ბოლო 14 დღის – 7,58%, ბოლო შვიდი დღის – 7,44 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 585 036 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 548 951 გამოჯანმრთელდა, 8 287 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია –1 534 111 ადამიანი, დღიურად აცრილია 26 125. კარანტინის რეჟიმშია 78, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 882 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 539 პირი.

გუშინ, 13 სექტემბერს საქართველოში კორონავრუსის 946 შემთხვევა გამოვლინდა, 4 351 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.