საზოგადოება
გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდს მოცეკვავე მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდი შეიქმნა, რომელსაც მოცეკვავე მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს.

მხარდამჭერთა გუნდისთვის სპეციალური სივრცე უზნაძის 4 ნომერში მოეწყო.

მხარდამჭერთა გუნდის მონაწილეობით გაიმართება თემატური შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

მხარდამჭერთა გუნდში მოქალაქეებს დარეგისტრირება დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეეძლებათ. ასევე, შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია.