აქტუალური
კახა კალაძე: მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანი თავიდან ასაშენებელია, მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანი თავიდან ასაშენებელია.

კალაძის თქმით, სამხარაულის დასკვნის მიხედვით, მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს.

„ბაქანი მთლიანად თავიდან ასაშენებელია, აქვს პრობლემა, გვაქვს სამხარაულის დასკვნა ამასთან დაკავშირებით, რომ საფრთხეს წარმოადგენს მისი რეაბილიტაცია. შესაბამისად, ბაქანი თავიდანაა ასაშენებელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.