პოლიტიკა
კახა კალაძე: რეფერენდუმი არ ვიცი, არის თვითმმართველობის არჩევნები

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ატარებს საარჩევნო კამპანიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ცდილობს, საზოგადოებას სამომავლო გეგმებზე სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

„რეფერენდუმი არ ვიცი, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის. ხედავთ, რომ კამპანიას ვატარებთ, ვცდილობთ, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ სამომავლო გეგმებზე, თუ რას გავაკეთებთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ეს არის არჩევნები“, – აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, კალაძის განმარტებით, ის ჩატარდება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში 2024 წელს, რა პროცენტიც არ უნდა აიღოს ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“.

„შარლ მიშელის შეთანხმება აღარ არსებობს, ანულირებულია“, – დასძინა კახა კალაძემ ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ.