მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში (ჩამოთვლილია ძველიდან ახლისკენ)
• თბილისში შეეგუენ, რომ საქართველოს მართვის სადავეები კიევში გადადის
• სააკაშვილს საქართველოში ჩამოსათრევად ამზადებენ!
• საქართველო-ევროკავშირი: წარილტვა სიყვარული, დაშთა ოდენ ევრო!
• სააკაშვილს უკრაინის პრემიერობა უნდა, რადგან საქართველოში არ გამოუვიდა!
• სააკაშვილმა აშშ–ს ოკუპანტი უწოდა და უკრაინასა და საქართველოს რუსეთთან ომისკენ მოუწოდა
• რჯულგანდგომილი სააკაშვილი. რაზე დუმს ქართული ეკლესია
• ქართული ციხე თუ უკრაინული თავისუფლება - რა ჯობს სააკაშვილისთვის?
დეტალებშია მხილებული სააკაშვილის ცენტრალური როლი უკრაინასა და საქართველოში მომხდარ მოვლენებში:
2021 წლის 17 მაისი
- დასავლური წრეების ზეწოლით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, კიევში ხელს აწერს სააკაშვილის მიერ შედგენილ მემორანდუმს "ასოცირებული ტრიოს" შექმნის შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით;
- საქართველო უკრაინაში აბრუნებს თავის ელჩს, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ – 2020 წლის მაისში, გაიწვია, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ სააკაშვილის დანიშვნის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად;
- საქართველო ანახლებს უკრაინა–საქართველოს ერთობლივი მთავრობათშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობას, რომელიც სინქრონულად შეწყდა საქართველოს ელჩის გაწვევასთან ერთად, თუმცა არაფერი შეცვლილა – საქართველოში გასამართლებული და მსჯავრდებული სააკაშვილი არ გადაუყენებიათ და თბილისში მისი ექსტრადირება არ მოუხდენიათ.
2021 წლის ივლისი
- ბათუმში გაიმართა მე -17 საერთაშორისო კონფერენცია ”ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია”, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მონაწილეობდნენ. ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართა სახელმწიფოთა მეთაურების პირველი შეხვედრა "უკრაინა - მოლდოვა - საქართველოს" ასოცირებული ტრიოს ფორმატში, რომლის შექმნის მემორანდუმს 17 მაისს კიევში ხელი მოეწერა. კონფერენციის შედეგად, ხელი მოეწერა დეკლარაციას „ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ“;
- პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა ე.წ. უკრაინელი მეზღვაურები – იახტსმენები ვლადიმერ დიაჩენკო და იური ხომიჩი, ასევე საქართველოს მოქალაქე, ძვირად ღირებული იახტის მფლობელი მიხაილ ბატურინი, წარსულში – სააკაშვილის პირადი მცველი, რომლებიც 2020 წლის ნოემბერში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დააკავეს და ბათუმის საქალაქო სასამართლომ 4–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის;
- პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადააყენა სააკშვილის მტრები – შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, უკრაინის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი ვალერი კონდრატიუკი, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლებულ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, გენერალ არტურ პიმენოვს ასამართლებენ იმის გამო, რომ 2018 წლის 2 თებერვალს, თავის ხელქვეითებთან ერთად, კიევის ცენტრში მდებარე რესტორან „სულუგუნში“ სააკაშვილი დააკავა, თავზე ტომარა წამოაცვა და უკრაინიდან გააძევა.
2021 წლის აგვისტო
- ავღანეთიდან ამერიკელების გასვლის კომენტირებისას სააკაშვილმა თავის Telegram–არხზე წერს: „ავღანეთი გაკვეთილია ყველა ხალხებისთვის, ყველა ჩვენთაგანისთვის: ამერიკელებს შეუძლიათ დაგეხმარონ, თუ ბრძოლის ჟინს უჩვენებ. 2008 წელს ქართულ არმიას გმირული წინააღმდეგობა რომ არ გაეწია, ამერიკელები თავიანთ ძალებს არ გამოგზავნიდნენ. და ეს ეხება უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის საშემოდგომო გეგმებს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და როცა ჩვენ მზად ვიქნებით მტრის შესაკავებლად თუნდაც რაღაც პერიოდი, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამერიკის დახმარების იმედი ვიქონიოთ. მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება და ყველა მზად უნდა ვიყოთ ამისათვის“.
• (სააკაშვილს „დაავიწყდა“, რომ კონდოლიზა რაისი აფრთხილებდა – „არ გაბედოთ, არ დაგეხმარებით!“; შემდეგ კი, მას და მის გარემოცვას უწოდა „იდიოტები, რომლებმაც ეს მაინც ჩაიდინეს!“, ანუ – დაბომბეს ცხინვალი; და როგორც ბუშმა უთხრა სარკოზის: „ტყუილუბრალოდ ნუ გაფრინდები თბილისში, რუსებმა მისი აღება განიზრახეს და აიღებენ კიდეც!“. სახეზეა მორიგი პროვოკაცია - სააკაშვილი მოუწოდებს უკრაინასა და საქართველოს, დაიწყოს სამხედრო მოქმედებები დონბასში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ჩაერთოს ომში რუსეთთან ამერიკელების დახმარების იმედით, რომლებიც, ფაქტის წინაშე აღმოჩენისას, თითქოსდა იძულებული იქნებიან, ჩაერიონ. ამერიკელები, რა თქმა უნდა, არ ჩაერევიან, როგორც წინა ჯერზე არ ჩაერივნენ და სააკაშვილის პროვოკაცია უკრაინაში, როგორც მაშინ – საქართველოში, მხოლოდ რუსეთისთვის იქნება ხელსაყრელი).
- კიევში ტარდება ახალი ფორუმი „ყირიმის პლატფორმა“ – უკრაინის დიპლომატიური ინიციატივაა, პერსპექტივაში – „საერთაშორისო დღის წესრიგში ყირიმის საკითხის დასაბრუნებლად და უკრაინისთვის ყირიმზე კონტროლის დაბრუნების ხელშესაწყობად საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმი“. მეორე დღეს – „უკრაინის დამოუკიდებლობის დღე“, ყურადღების ცენტრშია – სააკაშვილი, რომლის გამოც საქართველოს პრემიერი ღარიბაშვილი ზეიმზე არ რჩება და კიევს ტოვებს.
2021 წლის სექტემბერი
- აშშ–ში ვიზიტისას ზელენსკიმ ბაიდენს სააკაშვილის მიერ შემუშავებული „უკრაინის ტრანსფორმაციის გეგმა“ წარუდგინა, რისთვისაც 277 მილიარდი დოლარი მოსთხოვა. მაგრამ ბაიდენმა გაბრაზდა, ფული არ მისცა და უყვირა, რომ უკრაინას უახლოეს ხანებში ნატოში არ მიიღებენ. მეორე დღეს იგივე უთხრეს ევროლიდერებმა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ;
- რადგანაც ბაიდენს ფული ვერ „დააწერეს“, სააკაშვილმა აამუშავა „გეგმა ბ“: „დღეისათვის არსებობს რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის ალბათობა“, – აცხადებს ზელენსკი, რომელიც თითქოსდა იმეორებს სააკაშვილის ზემოდმოყვანილ განცხადებას Telegram-არხზე - „უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის საშემოდგომო გეგმების“ შესახებ. „ამის შემდეგ აღარასოდეს იარსებებს რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მეზობლობა. ეს ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის ალბათობა არსებობს“, – თითქოსდა იმეორებს ზელენსკი სააკაშვილის განცხადებებს 2008 წლის 7 აგვისტომდე, და, სააკაშვილის მსგავსად, რომელიც აშშ–ს სამხრეთ ოსეთით აშანტაჟებდა, აშანტაჟებს აშშ–ს, ევროკავშირსა და ნატოს – აქაოდა, „ევროკავშირი და ნატო დანაკლისს განიცდიან, თუ უკრაინას თავის რიგებში არ მიიღებენ, მომავალში მათ თანდათანობით დასუსტება ელით“. ზელენსკის თქმით, კიევი უკვე მზად არის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრებლად, მათ შორის, არმიისა და სამხედრო სპეციალისტების დონეზე, თუმცა „უკრაინას დღემდე არ მიუღია აშშ–ის მკაფიო პასუხი ამ საკითხზე, მაგრამ ამერიკაზე დაყრდნობა ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება“.
• მაშ რა ძალებმა მოახდინეს სააკაშვილის – უტიფარი ცრუპენტელას, სტაჟიანი ნარკომანის, უკიდურესად დისკრედიტებული, საბოლოოდ დეგრადირებული და არაადექვატური ფიგურის ხელახალი გაცოცხლება? მიზანი – უკრაინასა და საქართველოში მის მიერ დაწყებული საქმეების დასრულება, ანუ რუსეთთან ხელახალი სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებაა, რომელიც ამჯერად არ გაჩერდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ყირიმისა და დონბასის ფარგლებში. და დასრულდება არა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე აშშ–სა და ნატოს სამხედრო ბაზების გახსნით, ევროკავშირსა და ნატოში მათი გაწევრებით, როგორც ამის დეკლარირება ხდება, არამედ პირიქით – ამ ორი ქვეყნიდან, როგორც ავღანეთიდან, აშშ–ს, ევროკავშირისა და ნატოს საბოლოო გაძევებით! ხოლო დიდი პროვოკაციების მოწყობაში სააკაშვილს ბადალი არ ჰყავს. ნათელია, რომ საბოლოო ჯამში სააკაშვილის ყველა პროვოკაციული ქმედება რუსეთისთვის აღმოჩნდება ხელსაყრელი, მოსკოვის მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.
ვესტუმროთ ავღანეთს, რომელსაც პრეზიდენტი-ნარკომანი სააკაშვილი გასაგები მიზეზის გამო ხშირად სტუმრობდა, მაშ ასე:
2001 წელი, 11 სექტემბერი: ალ-ქაიდას წევრებმა იერიში მიიტანეს აშშ–ზე.
20 წლის შემდეგ, 2021 წლის 31 აგვისტოს, აშშ გაიქცა ავღანეთიდან, რომელსაც სათავეში „თალიბანი“ ჩაუდგა.
უწოდეთ მათ ტერორისტები და აკრძალეთ რამდენიც გნებავთ - საკუთარი სიცოცხლე და კალაშნიკოვის ავტომატი ერთადერთი იარაღია, რომლითაც მათ შეუძლიათ უპასუხონ აშშ-სა და ნატოს სამხედრო და ფინანსურ სიძლიერეს, და ავღანელებმა დაამტკიცეს, რომ მათი იარაღი უფრო ძლიერია. "აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ავღანეთში, რომელიც 20 წელს გაგრძელდა, ნულოვანი შედეგით დასრულდა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა. მისი თქმით, „ამერიკელები ცდილობდნენ, ვინმეს წყენინების გარეშე, ავღანელების ცივილიზებას და იქ საკუთარი ცხოვრების ნორმებისა და სტანდარტების, მათ შორის საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაციის დანერგვას, მაგრამ გარედან შეუძლებელია რაიმეს თავსმოხვევა“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა კი ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოსვლას "წარმოუდგენლად წარმატებული მისია" უწოდა. "აშშ–მა დაასრულა 20–წლიანი ომი ავღანეთში - ყველაზე ხანგრძლივი ომი ამერიკის ისტორიაში" ... ამერიკელმა ლიდერმა გულწრფელად აღიარა თავისი შეცდომაც: ”გათვლა იყო ის, რომ 300,000 -ზე მეტი სამთავრობო ჯარი, რომლებიც ჩვენ ვწვრთნიდით და აღვჭურვავდით ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, იქნებოდა მძლავრი ძალა „თალიბანთან“ სამოქალაქო ომში“.
• პუტინისა და ბაიდენის შეფასებები სწორია და არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. და ბაიდენსაც ნუ გავაკრიტიკებთ - დიახ, ამერიკული ჯარების გაყვანა მართლაც წარმოუდგენელი წარმატება იყო, რადგან „თალიბანის“ "ველური ტერორისტები" შეიძლება სიტყვას გადასულიყვნენ და ამერიკელი ჯარისკაცები სამუდამოდ დაეტოვებინათ ავღანეთის მიწაში! პუტინიც მართალია - ნებისმიერი კარგი განზრახვა, თუნდაც ეს იყოს დემოკრატიის იდეალების ხელშეწყობა, ტრილიონობით დოლარით განმტკიცებული, დარჩება უცხო სხეულად და აუცილებლად იქნება განდევნილი ნებისმიერი ხალხის მიერ, თუკი გარედან და ტაბუირებული ფორმით იქნება დანერგილი! ავღანელმა ხალხმა მიიღო ამერიკული გრანტები, 300 ათასმა ავღანელმა ჯარისკაცმა მიიღო ცოდნა, იარაღი და მაღალი ხელფასი, მაგრამ საკუთარი სისხლის ყივილი, როგორც ხედავთ, უფრო ძლიერი აღმოჩნდა...
დავბრუნდეთ საქართველოში, სადაც 20 დღის შემდეგ ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც, სააკაშვილის მითითებით, მისმა მართულმა ოპოზიციამ განგებ აიყვანა "ან ჩვენ, ან ისინი, ერთად ვერ ვიქნებით!" დონემდე, რითაც მორიგი სამოქალაქო ომის უვერტიურა შეასრულა (რომელსაც რუსთაველის მრავალტანჯული სამშობლო ვეღარ გაუძლებს). მაგრამ რატომ ჯიქურ ვერ ხედავენ ამას და მხოლოდ მთავრობას დასჩხავიან მისტერ და მადამ კრამონები, კრამერი, კიზინგერი, კოფი, კელი იანი და კელი დეგნანი, კაიულაიდი და კალიურანდი?! რატომ უწინასწარმეტყველებენ უბედურებას ეს უცხოტომელები პატარა საქართველოს - ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას? ნუთუ ავღანეთი მათთვის თვალსაჩინო გაკვეთილად არ იქცა?! რატომ ეწინააღმდეგება აშშ-ის ელჩების პოზიციები საქართველოში და უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტების, ჯერ – ტრამპის, ახლა კი ბაიდენის პოზიციებს?!
ეხლა მათი ბრალდების მიზეზი "ქართული ოცნების" მთავრობის მისამართით ისაა, რომ ის გავიდა შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან. მაგრამ არავინ ამბობს, რომ შეთანხმების თითოეული დებულება თავს ახვევდა საქართველოს დამამცირებელ, კაბალურ სტანდარტებს, კერძოდ - საქართველოში მოსამართლეები უნდა დაენიშნათ უცხოელ კონსულტანტებს მიერ, სწორედ ეს იყო „სასამართლო რეფორმის“ არსი, რის გასატარებლადაც საქართველოს 75 მილიონიან ქრთამს სთავაზობდნენ! რომლის აღებაზეც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა უარი თქვა, რითაც საქართველოს ზემოხსენებული დასავლელი "მეგობრების" კიდევ უფრო დიდი რისხვა გამოიწვია.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2021 წლის 13 სექტემბერი
საქართველო, თბილისი
(გაგრძელება იქნება)