რელიგია
წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი) ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. მეუფე ზოსიმე თავის საცხოვრებელ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია მღვდელმთავრის ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამედიცინო კვლევა დიაგნოზის დასადგენად.

უფლისმიერ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ მიტროპოლიტ ზოსიმეს.