სამართალი
დაკავებულია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია

culaiaწულაია მაშინ დააკავეს, როცა ის საპროტესტო აქციას მართავდა. 
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი თანაპარტიელებთან ერთად ნაგვის ურნებზე საღებავით წარწერებს აკეთებდა – „მიშა, წადი!“

როგორც პარტიის პრესსამსახური აცხადებს, „აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების გაგრძელებას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და არსებული რეჟიმის წინააღმდეგ საკუთარ პროტესტს გამოთქვამს“.

ამჟამად გოგი წულაია ქუთაისის პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.