საზოგადოება
კახა კალაძე: ჩამოვიდეს სააკაშვილი, ველოდებით, ძალიან მარტივად ვიმოქმედებთ

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ჩამოვიდეს, ველოდებით, – ასეთ კომენტარს აკეთებს თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში იქნება.

„ძალიან მარტივად ვიმოქმედებთ. მიხეილ სააკაშვილი, თქვენ იცით, რომ არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე და მას მოუწევს, პასუხი აგოს სისხლის სამართლის დანაშაულებზე, რომელიც აქვს ჩადენილი, ძალიან მარტივია“, – განაცხადა კახა კალაძემ.