აქტუალური
აგვისტოში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 510.5 პროცენტით გაიზარდა

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. 2021 წლის აგვისტოში საქართველოში 266 544 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 510.5 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 107 156 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 156 101, საზღვაო გზით – 596 და სარკინიგზო გზით – 2 691.

კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთი: რუსეთი – 39 909 ვიზიტორი, თურქეთი – 34 847 ვიზიტორი, უკრაინა – 29 372 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 23 117 ვიზიტორი, სომხეთი – 22 733 ვიზიტორი, საუდის არაბეთი – 16 436 ვიზიტორი, ბელარუსი – 13 494 ვიზიტორი; ყაზახეთი – 12 221 ვიზიტორი.აზერბაიჯანი – 11 181 ვიზიტორი, პოლონეთი – 6 954 ვიზიტორი, გერმანია – 4 567 ვიზიტორი, უზბეკეთი – 4 455 ვიზიტორი, აშშ – 3 777 ვიზიტორი, ინდოეთი – 3 085 ვიზიტორი, ქუვეითი – 2 766 ვიზიტორი.