„საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დარჩა. ვინ გაიმარჯვებს 2 ოქტომბერს? როგორია გიორგი გახარიას შანსები თბილისის მერობაზე, რომელსაც "ქართული ოცნების" მეორე მეტოქედ მიიჩნევენ “ნაცმოძრაობის“ კანდიდატის შემდეგ? რატომ შეხვდა გახარია მმართველი პარტიის კანდიდატს, დედაქალაქის მოქმედ მერს, კახი კალაძეს, პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე?” - საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს გასული კვირის მთავარი ინტრიგის შესახებ კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.
„გახარიას არ აქვს შანსი გახდეს თბილისის მერი იმიტომ, რომ მას თბილისის დამაარსებელმა ზურგი აქცია - ფოტოზე და ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ გახარიას პრეზენტაცია გორგასლის ცხენის უკანალის ჩრდილში გაიმართა - სწორედ იმ ადგილას, სადაც კავკასიური კორპუსის მეთაურის, გენერალი ა. პ. ერმოლოვის ბრძანებით, მეტეხის ციხის კედლები დაანგრიეს და ციხე აღმართეს.
ვისაც არ სწამს საკრალური ნიშნების, დაე ციფრებსა და ფაქტებს დახედოს: როგორ მიიღო გახარიას ახალგამოჩეკილმა პარტიამ შემოწირულობები და რეკლამაზე დახარჯა ბევრად მეტი, ვიდრე სააკაშვილის 20 წლის წინ შექმნილმა და 9 წლის განმავლობაში მმართველმა პარტიამ („საქართველოსთვის“ - 234 და 80 ათასი ლარი, “ნაცმოძრაობამ“ - 58 და 39 ათასი ლარი)? ვინ აფინანსებს გახარიას, რომლის მეგობრებსაც საქართველოში არავინ იცნობს - „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის, „გულის“ მფლობელის ვაჟისა და მთაწმინდის ყოფილი გამგებელის, ნიკანორ მელიასგან განსხვავებით, რომელსაც მეგობრების დიდი წრე ჰყავს?! ვეთანხმები, რომ მელია არ არის მთლად ადეკვატური პიროვნება, რის გამოც გაერთიანებული ოპოზიცია დაიშალა, მაგრამ გახარიაც რომ ძალიან “მღვრიე“ მოღვაწეა?! ის ხან პოლიტიკოსია, ხან – მაგარი ბიზნესმენი, ხანაც - ხალხის მოუსყიდავი ფავორიტი, არადა, ხშირად ბანდიტური მოსკოვის ხანის კრიმინალური ავტორიტეტივით ლაპარაკობს: "მე თქვენ დაგასრულებთ!“ - მიმართა ახლადდანიშნულმა პრემიერმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციას, რომელთანაც გადადგპმის მერე შეუერთდა! ამავდროულად, გახარიას პანიკურად ეშინია რუსეთის ნებისმიერი ხსენების, სადაც ცხოვრობდა, სწავლობდა, მუშაობდა და ფულს შოულობდა...
წარმოჩენს რა თავს მოუსყიდავ დასავლელ დემოკრატად, ვისთვისაც უცხოა ნეპოტიზმი და ვინც საკუთარ მამასაც პროტექციას არ დაინდობს, გახარია, როგორც ირკვევა, იდეალისტი პავლიკ მოროზოვი კი არა, აზარტული ჩრდილოვანი მოთამაშეა, რომელიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნისას, ფარულად ქმნიდა მხარდამჭერთა დიდ კლანს, რომლებიც დღეს არჩევნებში მისი პარტიის კანდიდატებად წარმოგვიდგინა! რა იდეალებისთვის გაჰყვნენ ეს საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანები ბელად გახარიას, რომელსაც ახლახან გაიცნეს? მათ შორის არიან აწ უკვე ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებმაც გახარიას გამო მმართველ პარტიაზე და კარიერაზე უარი თქვეს, მათ შორის შსს–სა და სუს–ის რამდენიმე თანამშრომელი. და რომელ ოფიციალურ თუ დაუწერელ წესებში ჯდება პრეზენტაციაზე გახარიას მიმართვა ყოფილ თანაგუდელებს - "დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან!", როცა ჯერ კიდევ გუშინ ამავე ხელისუფლების მეთაური იყავი და, შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციას ფლობდი, რომლის გამოყენებასაც დღეს ყოფილი კოლეგების წინააღმდეგ აპირებ?!
აი ასე კარგავდა „ქართული ოცნება“ რეიტინგს, როცა თავისი აქტივის მხრებით გაჰყავდა ფართო საზოგადოებისათვის უცნობი კანდიდატურები სახელმწიფოს უმაღლეს პოსტებზე - ნაირგვარი ჯურის მარგველაშვილი, ზურაბიშვილი, კვირიკაშვილი და გახარია, რომელსაც შემთხვევით როდი უწოდებენ „გლახარიას". არცერთი მათგანი არ იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ყველა მათგანი საზღვარგარეთ აფარებდა თავს, ყველანი ივანიშვილის ფულით გამდიდრდნენ და ყველა მათგანი დღეს ოპოზიციის მხარეზეა!
მოსკოვიდან დაბრუნებულმა და სახელდახელოდ ბიზნესომბუდსმენად დანიშნულმა გახარიამ საქართველოში "პალაჟენია დაალაგა“ - ანუ თავისი პირობები წაუყენა ბიზნესმენებს, როგორც ეს ხდებოდა რუსეთში ველური კაპიტალიზმის დროს, კერძოდ - მიწერა შესაბამისი წერილი ბანკირ ხაზარაძეს. შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნულმა გახარიამ კლუბ „ბასიანში“ ჯერ ნარკორეიდი მოაწყო, ხოლო როდესაც თბილისის ყველა ნარკომანმა რუსთაველზე გამოვიდა, მათი დაკავების ნაცვლად, მოიბოდიშა! პანკისკის ხეობაში, როდესაც ჰეს–ის მშენებლობა გააპროტესტეს, გახარიამ სპეცრაზმი შეიყვანა, რომელსაც ქისტებმა ჯოხებითა და ქვებით გაუსწორდნენ, პოლიციელები დაიჭრნენ, მაგრამ გახარიამ კვლავ არავინ დაუკავებია! რუსთაველზე "გავრილოვის ღამეს" გახარიამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ისევ სპეცრაზმელები გამოყავს, რომლებსაც კვლავ ჯოხებით ცემეს, ქვები დაუშინეს და ფარები წაართვეს, როგორც პანკისში, შემდეგ კი, როცა აქციის დასაშლელად ერთი წყლის ჭავლიც საკმარისი იყო, უკიდურესად ხისტად იქცევა და იყენებს ტრავმულ იარაღს, რისგანაც ოპოზიციონერებმა და ჟურნალისტებმა სერიოზული ტრავმები მიიღეს და თვალებიც დაკარგეს (მათი მკურნალობა, მათ შორის - ოპერაციები უცხოეთში, გახარიამ კი არა, ივანიშვილმა იკისრა). მაშინ გახარიას "თვალთხარია" შეარქვეს, თუმცა ოპოზიციამ მას თვალების დათხრაც კი აპატია, რადგან შემდგომ გახარია ვისაც არბევდა, მათ მხარეს გადავიდა!
როგორ გარდაიქმნა გახარია თვალთხარიად და გლახარიად? მარტივად: თავიდან საჭირო იყო ივანიშვილისთვის (რომელმაც პროტექციით აიყვანა უცნობი ყმაწვილი, რუსეთში რომ კონტრაქტი ეწურებოდა, ჩააცვა–დაახურა და საქართველოს მმართველად აქცია) იმის დემონსტრირება, რომ ბატონი ბიძინა არ ინანებს - გახარია უბადლო კრიზის–მენეჯერია, რომელიც ნებისმიერ პრობლემებს აგვარებს! შემდეგ კი ამოცანა შეიცვალა - რუსთაველზე სისხლიანი მოვლენების პროვოცირება, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ყოველთვის ხელისუფლების დამხობით სრულდებოდა! უყურეთ: გავრილოვი დღისით გააგდეს პარლამენტიდან და ის გაფრინდა რუსეთის დელეგაციასთან ერთად, მაგრამ ეს არ იქცეოდა სახელმწიფოთაშორის სკანდალად, გახარიას შუაღამისას სისხლიანი სასაკლაო რომ არ მოეწყო! ცეცხლზე ნავთი დაასხა ნაციონალ–პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელმაც დილით რუსეთი საქართველოს ნომერ პირველ მტრად გამოაცხადა. ეს იყო პროვოკაცია ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, რის მიმართაც კრემლი გულგრილი უკვე ვეღარ დარჩებოდა – ამას მოჰყვა პუტინის განკარგულება საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის და ტურსეზონის ჩაშლა – ძლიერი დარტყმა საქართველოს ბიუჯეტისთვის!
ამის შემდეგ, ნებისმიერი მთავრობა ასეთ შინაგან საქმეთა მინისტს გადააყენებდა (თუ ციხეში არ გაუშვებდა), მაგრამ გახარია ... საქართველოს პრემიერ–მინისტრად დაინიშნა! მის დასაცავად მთელი „ქართული ოცნება“ დააყენეს, რომელსაც გახარიამ მოგვიანებით ღალატით გადაუხადა - გადადგა მაშინ, როდესაც საქართველო, მისი წყალობით, მორიგი რევოლუციის ზღვარზე იმყოფებოდა.”მე არ ვეთანხმებოდი ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას, რადგან ეს გახლეჩდა ქართველ საზოგადოებას!”, - თვალთმაქცურად განაცხადა მაშინ ტვალთხარია-გლახარიამ. ხოლო საკუთარი პარტიის დაარსება, ისედაც „მეოცნებეებად“ და „ნაციონალებად“ დაყოფილი საზოგადოების კიდე „გახარისტებად“ გახლეჩვით, რა, ხელს უწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას?!
რატომ არ შემოიტანა გახარიამ ვაქცინები საქართველოში, რაც ღარიბაშვილმა გააკეთა, მაგრამ უკვე გვიანი იყო - დღეს საქართველო, ინფიცირებულებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა?! დამეთანხმებით, ამ შედეგის მისაღწევად დიდი ძალისხმევა იყო საჭირო! მაგრამ გამოძიება არ დაწყებულა, სამაგიეროდ კეთდებოდა მინიშნებები, რომ, აქაოდა, გახარია ცუდი ჯანდაცვის მინისტრის "მსხვერპლია", რადგან "ურჩი" ტიკარაძე ივანიშვილების ოჯახის ახლობელია! მაგრამ თვითონ გახარიას, როგორც თავად უყვარს თქმა - "ქართულ ჯიგრულ პონტში“, დღემდე არასოდეს და არსად უხსენებია ივანიშვილი! მადლიერება აქ არაფერ შუაშია - გახარიას უბრალოდ ეშინია ივანიშვილის, რადგან იცის - მოსკოვშიც კი, „ბესპრედელის“ წლებში, ივანიშვილს დაუსჯელად ვერავინ შეურაცხჰყო! მოსკოვში მუშაობის წლებში, გახარიამ მტკიცედ დაიმახსოვრა, რომ „ტუფტა პრედიავაზე“ ნებისმიერს „პა პანიატიამ“ მოსთხოვდნენ პასუხს...
და ბოლო ეპიზოდი: პრეზენტაციის დღეს, დილიდან, გახარია თავს აბეზრებს მერ კალაძეს ზარებითა და სმს -ით - აქაოდა, შენთან შეხვედრა მინდაო, „ბრატ“! მიუხედავად იმისა, რომ კალაძე იმ მმართველი პარტიის გენერალური მდივანია, რომელსაც გლახარიამ ცოტა ხნის წინ უღალატა! მიზნის მისაღწევად, ამბიციური გახარია მზად არის საკუთარ სიამაყესაც გადააბიჯოს - გუშინდელი პრემიერ–მინისტრი სტუმრობს დედაქალაქის მერის კაბინეტს, რადგან გაუგებარი საბაბით ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრაზე კალაძე უარზეა. და მართალიც აღმოჩნდება - ეს პროვოკაცია იყო! ერთი შეხედვით, გახარია მოქმედებს „ქართულ ჯიგრულ პონტში“ - აქაოდა, მინდოდა, რომ ჩემს ამასწინანდელ თანაპარტიელს პირადად ჩემგან შეეტყო, რომ რამდენიმე საათში მისი მეტოქე გავხდებოდიო! ძალიან მოულოდნელი "კაცური" საქციელია იმ ადამიანისგან, რომელიც მეგობრობას არ ცნობს და სიკეთე არ ახსოვს! და რას ნიშნავს „პირველმა შეატყობინოს“? ბოლო ორი თვის განმავლობაში მთელმა საქართველომ იცოდა, რომ გახარია დედაქალაქის მერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წარვადგენდა, "ქართული ოცნების" კოორდინატორებმა ამისათვის ამომრჩეველი დიდი ხნის წინ შეამზადეს! ანდა ნუთუ არ შეიძლებოდა ეს "სენსაციური სიახლე" კალაძისთვის ტელეფონით ეცნობებინა, შეხვედრის თაობაზე ზარისა და SMS- ის დროს?!
სინამდვილეში, გლახარია ხაფანგს აუგებდა კალაძისთვის, მაგრამ შიგ თავად გაება! გახარიამ იცის, რომ ვერ გახდება მერი და სურდა გარიგებოდა კალაძეს - აქაოდა, არ წარვადგენ დღეს ჩემს კანდიდატურას, არ წაგართმევ ამომრჩევლებს, თუ ფინანსურ კომპენსაციას, მაგალითად - მილიონს მომცემთ! გახარიამ განგებ გააკეთა ეს პრეზენტაციის დღეს, რათა კალაძეს არ ჰქონოდა დრო პარტიასთან საკონსულტაციოდ, ან მედიაში ინფორმაციის გაჟონვის ორგანიზებისათვის, როგორც ამას თავად გახარია გააკეთებდა ასეთ შემთხვევაში. და თუ კალაძე დათანხმდებოდა ამ პირობებს, გახარიას შეეძლო ჩაეწერა მათი საუბარი და "ჩაეკაკლა" ჟურნალისტებისთვის, რითაც არჩევნების წინ თავისი მოწინააღმდეგის, როგორც კორუმპირებული ქრთამის მიმცემის, კომპრომეტირებას მოახდენდა. მაგრამ კალაძე, რომელსაც გამარჯვებაც "ჯიბეში უდევს", არ წამოეგო პროვოკაციას, არ წავიდა „ქართულ ჯიგრულ“ საუბარზე, ხოლო ყოფილი პრემიერ -მინისტრს თავს ლაფი დაესხა - გახარიამ არ იცოდა როგორ დაესრულებინა საუბარი და დაეტოვებინა მერის კაბინეტი, თანაც – სახე შეენარჩუნებინა…
P.S.
იცით, რა არის გახარიას მთავარი პრობლემა, რომელსაც ტყუილებისთვის „ბოლი“ დაარქვეს? ის კი არა, რომ იმდენი ხანი ცხოვრობდა რუსეთში, რომ არ ესმის, თუ რატომ უარყოფს ქართველი ხალხი ნებისმიერს, ვინც დღეს სააკაშვილის მხარესაა! რომ დღეს ღარიბაშვილის წინააღმდეგ წასვლა - პოლიტიკური სიკვდილია, რადგან ის საქართველოს პირველი ხელმძღვანელია, რომელმაც უარი თქვა ევროკავშირის სესხზე - ანუ, კანონების გადაწერაზე 75 მილიონიანი ევრო კრედიტის სანაცვლოდ; რომელმაც გადახია ევროსაბჭოს პრეზიდენტის შეთანხმება - ანუ, უარი თქვა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე; რომელმაც განაცხადა, რომ მისი უფროსი ევროპარლამენტი კი არა, ქართველი ხალხია; რომელმაც აკრძალა საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება და არ უზრუნველყო თბილისში გეი–აღლუმის ჩატარება - ანუ, მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართველები პედერასტები არ არიან; ერთადერთია, ვინც ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა - სააკაშვილისა და მისი რეჟიმის ყველა დანაშაულს, მათ შორის - 2008 წლის აგვისტოში!
ვიმედოვნებ, რომ კახი ირაკლის უფრო გაუმართლებს, ვიდრე კახი ერეკლე მეორეს, და ის სიცოცხლეშივე შევა ისტორიაში, როგორც ირაკლი გამაერთიანებელი“, - გვითხრა არნო ხიდირბეგიშვილმა.
2021 წლის 6 სექტემბერი
საქართველო, თბილისი
საქინფორმი
მთავარ ფოტოზე: "დასავლელი“ რუსოფობი გახარია საკუთარ ყურძნის პლანტაციებში, სადაც, როგორც წარწერა მიუთითებს, იზრდება ყველაზე ელიტური - ჩხავერის ჯიშის ყურძენი, რომლითაც მზადდება სტალინის საყვარელი ქართული ღვინო. ხოლო ციფრი „25“ გახარიას პარტიის საარჩევნი ნომერია.