უცხოეთი
რომის პაპი იმედოვნებს, რომ ავღანეთიდან ლტოლვილებს ბევრ ქვეყანაში მიიღებენ

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური ფრანცისკე იმედოვნებს, რომ ავღანეთიდან ლტოლვილებს ბევრ ქვეყანაში მიიღებენ.

„ვლოცულობ, რომ ბევრმა ქვეყანამ მიიღოს და დაიცვას ისინი, ვინც ახალ ცხოვრებას ეძებს. ახალგაზრდა ავღანელებმა მიიღონ განათლება, რაც უმნიშვნელოვანესი სიკეთეა კაცობრიობის განვითარებისთვის. დაე, ყველა ავღანელმა, იქნება ის თავის სახლში, გზაში ან სხვა ქვეყნებში, იცხოვროს მშვიდობიან გარემოში და ძმურად მეზობლებთან ერთად“, - განაცხადა პონტიფიკოსმა კვირის ტრადიციული ქადაგებისას წმინდა პეტრეს მოედანზე.

დღესვე რომის პაპმა განაცხადა, რომ ლოცულობს ამერიკაში ქარიშხალ „იდას“ შედეგად გარდაცვლილთათვის.

interpressnews.ge