სამართალი
გიორგი გახარია კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას დებატებში იწვევს

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. გიორგი გახარია კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას დებატებში იწვევს, - ამის შესახებ ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

„დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში.

ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა!

ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში“.