პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: შავით თეთრზე წერია, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულება

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენ ჩვენს პარტნიორებს რა თქმა უნდა ავუხსენით, კიდევ ავუხსნით ჩვენს მოტივაციას, რატომ ვთქვით უარი აღნიშნული დამატებითი სესხისა და ვალის აღებაზე და ვფიქრობ, ყველა კითხვა იქნება მოხსნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჭიათურაში, ევროკავშირისგან ფინანსური ტრანშთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო სესხის ხელშეკრულება და ოპოზიციის განცხადება, თითქოს ეს დახმარებაა, სპეკულაციაა.

„საერთოდ რაზე ლაპარაკობთ, ხალხს ელაპარაკებით, „ნაცმოძრაობაზე“ მაქვს საუბარი. შავით თეთრზე წერია, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულება და საერთოდ ამდენი საუბარი რომ გვიწევს, უხერხულიც არის, მოსახლეობა დაიღალა, ამდენი პრობლემაა, ამ პროექტებზე ისაუბრეთ, რეფორმებზე, იმ სიკეთეებზე, რომელიც იქმნება ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.