უცხოეთი
აშშ თალიბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ს ჰქონდათ კონტაქტები „თალიბანთან“ საკითხთა „ძალიან ვიწრო სპექტრზე“ ევაკუაციის მისიის ფარგლებში

აშშ არ გამორიცხავს თალიბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, განაცხადა შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ მილიმ. ამის შესახებ წერს РИА Новости.

„ეს შესაძლებელია“, - უპასუხა სამხედრომ კითხვაზე, უშვებენ თუ არა პენტაგონში მომავალში კოორდინაციის შესაძლებლობას თალიბებთან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისთვის.

„ჩვენ არ ვიცით, როგორია „თალიბანის“ მომავალი, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ წარსულში ეს არის დაუნდობელი დაჯგუფება და შეიცვლებიან თუ არა ისინი - მომავალში გამოჩნდება. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთქმედებას მათთან... ომში, იმისათვის, რომ შეამცირო რისკი სამხედროებისა და მთელი მისიისთვის, აკეთებ იმას, რაც უნდა აკეთო და არა იმას, რისი გაკეთება გსურს“, - განაცხადა მილიმ.

პენტაგონის უფროსის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ-ს ჰქონდა კონტაქტები „თალიბანთან“ საკითხთა „ძალიან ვიწრო სპექტრზე“ ევაკუაციის მისიის ფარგლებში.

„მე ვიტყოდი, რომ ძალიან ამაყი ვარ იმით, რაც გააკეთეს ჩვენმა სამხედროებმა ამ დროისთვის, მაგრამ წინასწარ იმის თქმა, რა მოხდება მომავალში „თალიბანთან“ დაკავშირებით, ახლა ძალიან რთულია“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

sputnik-georgia.com