სამართალი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი ე.წ. მთავრობის გადაყენებას აპირებს

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი ე.წ. მთავრობის გადაყენებას აპირებს. სააგენტო „ტასს“ ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ალექსანდრ პლიევმა განუცხადა, რომ დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „მთავრობისთვის“ უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებაა.

მისივე ცნობით, ამ მოთხოვნით თოთხმეტმა ე.წ. დეპუტატმა ე.წ. პარლამენტის სპიკერს წერილობით მიმართა. პლიევის ინფორმაციით, უნდობლობის გამოცხადების მიზეზი უკავშირდება იმას, რომ ე.წ. მთავრობა უარს ეუბნება „დეპუტატებს“ წარმოუდგინოს შემოწმების აქტები, რომელიც რუსეთის ხაზინამ ჩაატარა დე ფაქტო მთავრობაში.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ხაზინის რამდენიმე თანამშრომელმა დე ფაქტო რესპუბლიკის „სამინისტროებსა“ და უწყებებში რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ხარჯვის საკითხი შეამოწმა.