უცხოეთი
კვლევის მიხედვით, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-მა საზღვარგარეთ სამხედრო ოპერაციებზე 5,8 ტრილიონი დოლარი დახარჯა

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-მა საზღვარგარეთ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებზე 5,8 ტრილიონი დოლარი დახარჯა.

ინფორმაციას ბრაუნის უნივერსიტეტის მკვლევარები ავრცელებენ, რომლებიც ომების ხარჯებს ითვლიან.

მათი თქმით, აშშ-ის მიერ ავღანეთში, ერაყში, პასკისტანსა და სირიაში ომზე დახარჯული თანხა 2022 წლის ბოლოს 5,8 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

ეს თანხმა მოიცავს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაფინანსებაზე დახარჯულ ფულს და პენტაგონის ბიუჯეტს.

როგორც მკვლევარები ამბობენ, ომის ხარჯები ამერიკელი ჯარისკაცები მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგაც არ შეწყდება. ვეტერანების ჯანდაცვაში დახარჯული თანხა სავარაუდოდ, 2050 წლამდე 2,2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, შედეგად ომის საერთო დანახარჯი 8 ტრილიონს მიაღწევს.

1tv.ge