საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "სტალინიზმის დანაშაულების" გამართლებაში მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უგვანად მიიჩნია, იმის გამო, რომ მან გუშინ განაცხადა იოსებ სტალინის ფიგურის, როგორც მეორე მსოფლიო ომის "მთავარი ბოროტმოქმედის" მიმართ არასწორი მიდგომის შესახებ. ამის შესახებ დეპარტამენტის უფროსმა დღეს ეროვნული–კულტურული გაერთიანებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
”მე იმ თვალსაზრისით ვთქვი, რომ ამ ხაზს იყენებენ ისინი, ვისაც სურს ჩვენი ქვეყნის შეკავება და ჩვენი დასუსტება, რათა მუდამ სუსტებს გვხედავდნენ. ჩვენი ოპოზიციის, ოპოზიციური მედიის ზოგიერთმა მოღვაწემ დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ "ლავროვი ამართლებს სტალინიზმის დანაშაულებებს". ეს უგვანობაა. და ასეთი ხალხი ვერასოდეს მიაღწევს შედეგს. იმიოტომ, რომ ჩვენი ხალხი უფრო ჭკვიანი და მდიდარია", - თქვა ლავროვმა და განმარტა, რომ ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ სტალინის გათანაბრებას ადოლფ ჰიტლერთან, როგორც მეორე მსოფლიო ომის დამნაშავესა და "აბსოლუტურ ბოროტებაზე", "ნიუანსების" გათვალისწინების გარეშე, ცდილობენ რუსეთი და ისინი, ვინც ევროპის დაპყრობას ლამობდა, "ერთ სიბრტყეზე" მოათავსოს. ”ჩვენ კი ეს ევროპა გადავარჩინეთ დაპყრობას, განადგურებას და გადავარჩინეთ მრავალი ხალხი!”, - განაცხადა რფ–ის საგარეო საქმეთა მინისტრმა.