სამართალი
სამების ტაძრის ეზოში საქართველოს პირველი არხის ტექნიკა დააზიანეს

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს. ფაქტი, სავარაუდოდ, 28 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა.

მოძრავ სატელიტურ მანქანას სხვადასხვა დაზიანება აქვს. ჩამსხვრეულია ფარები და სარკე. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.