რელიგია
პატრიარქი: ჩვენ ყოველ დღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. ჩვენ ყოველთვის, ყოველ დღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის, აგრეთვე ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა. პატრიარქმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად საპატრიარქოს რეზიდენციაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინა და ქვეყანა დალოცა.

„ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მსოფლიო! ჩვენ ყოველთვის, ყოველ დღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის, აგრეთვე ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სული!“, - განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა.

28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინა.