რელიგია
ახალ ათონში ეპისკოპოსობის კანდიდატი აირჩიეს

axali_atoniახალი ათონის მონასტერში დასრულდა ხმათა დათვლა ეპისკოპოსობის კანდიდატისა და „აფხაზეთის მიტროპოლიის“ წევრების კანდიდატების არჩევნებთან დაკავშირებით.

ხმათა დათვლის თანახმად, არქიმანდრიტმა დოროთემ ხმათა უმრავლესობა – 562 ხმა მიიღო. ამრიგად, „მიტროპოლიის საბჭოს“ თავმჯდომარე და, ამავე დროს, ეპისკოპოსობის კანდიდატიც სწორედ ის გახდა.

გარდა ამისა, ეგრეთ წოდებულ სახალხო-საეკლესიო კრებაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მოქმედი ეკლესიის იერარქიისაგან გამდგარი ღვთისმსახურებიც (სულ 2-3 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას), მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: სახალხო-საეკლესიო კრებისთვის ეკლესიის მართვის უმაღლესი ორგანოს სტატუსის მინიჭების, აფხაზეთის წმიდა მიტროპოლიის შექმნისა და ახალ ათონში მისი კათედრის დაფუძნების, აფხაზეთის მიტროპოლიის საბჭოს შექმნისა და კრების ყველა მონაწილის სახელით მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების წმიდა სინოდებისადმი ოფიციალური მიმართვის შესახებ.