სამართალი
საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1191 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1191 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.1180 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6609 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.6543 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.