პუბლიკაციები
ოპოზიციას იმედი აქვს, რომ თუ არჩევნები გადაიდება ბევრი მოკვდება, ეშინიათ კვლევის შედეგების – რატომ ცდილობენ სააკაშვილის პარტიები არჩევნების გადადებას

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის ახალი გეგმის შესახებ წერს:

“ცხედრებით მოვაჭრეებს და 9 აპრილის მემორიალზე მოხტუნავეებს ახალი “მესიჯბოქსი” აქვთ – არჩევნების 2 თვით გადადება.

ის რომ ეს კიევიდან მიღებული დავალებაა, მარტივად იშიფრება. ერთსა და იმავე დღეს, ჯერ ერთი აქტივისტი ამბობს, ვიღაცამ ხომ უნდა თქვასო, და თითქოს პირველი ახმოვანებს მორიგ “იდეას”, ხოლო მალევე უკვე პოლიტიკოსი უბამს მხარს და იშიფრება, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაწყებულიაო.

ორი მიზეზით აიხსნება მათი მორიგი მცდელობა, გავიდნენ კონსტიტუციური ვადებიდან.

1. გულში ეთანხმებიან ქართული ოცნების გამოცხადებულ კვლევებს და იციან, რომ თუ 2 ოქტომბერს ჩატარდა, სასტიკად წააგებენ. ხმამაღლა რაც არ უნდა თქვან, მათი კვლევებითაც ცუდი შედეგები აქვთ.

2. უკეთესი შედეგების მიღწევა ოპოზიციას შეუძლია მხოლოდ ხელისუფლების დაზიანების ფონზე. იმედი აქვთ, პანდემიის გამო ჯანდაცვის სისტემა კოლაფსში ჩავარდება, ხელისუფლება ნფობას დაკარგავს და ნაკლებ ხმებს მოიპოვებს.

აი ესაა ოპოზიციის გათვლა და მათი რეალური სახეც.

აბა რატომ უნდა მჯეროდეს იმ პირების, რომლებმაც სიხარული ვერ დამალეს პიღველი დაინფიცირებულის და პირველი გარდაცვლილის გამო, ან იმ სუბიექტების, რომლებიც პანდემიის საწყის და შემდგომ ეტაპებზე სასტიკად ებრძოდნენ ჯანდაცვის სისტემას, ლანძღავდნენ და საინფორმაციო ტერორს უწყობდნენ წამყვან მედიკოსებს?!

თუ მე ვცდები, ორი თვით კი არა, ადგილობრივი არჩევნების 1 წლით გადადება მოითხოვეთ. პანდემია დიდი ალბათობით დასრულდება და არჩევნებსაც მშვიდად ჩაატარებთ.

თუმცა ამას არ გააკეთებთ, რადგან ორ თვეში დიდად არაფერი შეიცვლება, გათვლა მხოლოდ ჯანდაცვის და ხელისუფლების ჩამოშლაზე გაქვთ.

საარჩევნო კამპანიას ისედაც არ აპირებდით. ბანერების გაკვრას და პროგრამების გამოქვეყნებას ვირუსი ხელს არ უშლის. ამიტომ არ მოგცათ საარჩევნო კამპანიისთვის სათანადო დაფინანსება თქვენმა არაოფიციალურმა მმართველმა და მისმა ოლიგარქებმა.

აბა ხალხს ჰკითხეთ, სურთ კიდევ 3 თვე ვუცქიროთ ოპოზიციის ძიძგილაობას? ისედაც ყველა ხვდება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არ სცნობთ არჩევნებს და იგივეს შეეცდებით, რაც საპარლამენტოს შემდეგ მოაწყვეთ.

ზუსტად მაგიტომ გაიძახით ორკესტრირებულად რეფერენდუმს.

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მე-8 არჩევნები ტარდება და ოცნების დამაჯერებელ პირველ ადგილს აღიარებთ. ხალხს კი მხოლოდ იმას აბოლებთ, რომ ოცნებამ 41% თუ აიღო, ლეგიტიმაცია არ ექნებაო, 43%-ს არ დაიჯერებთ, რადგან ზუატად 43%-ს როგორ აიღებდა, ე.ი. დახატესო, ხოლო თუ მეტი აიღო, ახალი სიმღერა გაქვთ მოკზადებული, პროცენტებს არ აქვს მნიშვნელობა, ხალხის ნდობა მაინც არ აქვთო.

მსგავსი აბსურდი სადმე გაგიგიათ? პარტიას, რომელსაც ყოველი მე-2 ხმას აძლევს, ლეგიტიმაციის პღობლემა აქვს?

მოკლედ, ოპოზიცია უნდა დაიშალოს, გამსხვილდეს, განახლდეს და მოემზადოს 2024-სთვის. პლუს ვინმე რეალურად ახალი უნდა გამოჩნდეს…”, – წერს სალუქვაძე.

mpn.ge