უცხოეთი
საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ მან დღეს ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
საუბრისას მან ხაზი გაუსვა ქართველი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილის დაინტერესებაზე, სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მიმართულებით.
„არ შემიძლია არ აღვნიშნო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პირადი წვლილი, 12 ივნისს ჩვენი პატიმრების დაბრუნების ორგანიზებაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
1tv.ge