რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: მე ვკითხე ბაიდენს…

   16 აგვისტოს ავღანეთის შესახებ ჯო ბაიდენის სენსაციური გამოსვლის შემდეგ, ერთი კვირა უშედეგოდ ველოდი, მაგრამ საქართველოში აშშ -ს ელჩის კომენტარები არ მომისმენია. ჩვეულებრივ, მჭევრმეტყველმა ქალბატონმა პირში წყალი ჩაიგუბა, რაც მიუთითებს ან ვაშინგტონის მიდგომაზე - დამოუკიდებლად არ განმარტოს ქაბულში მიმდინარე მოვლენები, სანამ სახდეპი არ გამოგზავნის საკადრის ლეგენდას საჯარო მოხმარებისათვის; ანდა კელი დეგნანმა, მისი კორუმპირებული წინამორბედის, იან კელისგან განსხვავებით, ნამუსი იქონია და შერცხვა, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის სკანდალური მარცხის შემდეგ, "ჩამორჩენილი" ქართველებისთვის “დემოკრატიის“ სწავლება.

   ამიტომ, ბაიდენის შოკისმომგვრელად გულწრფელი შენიშვნების გადაკითხვის შემდეგ, შეკითხვები თეთრ სახლში, უშუალოდ ამერიკის პრეზიდენტს გავუგზავნე, მისამართზე: 1600 Pennsylvania Avenue, Washington, D.C. 20500.

      ბატონო პრეზიდენტო!

   ინგლისური სააკაშვილივით კარგად არ ვიცი, მაგრამ საკმარისად იმის გასაგებად, რომ თქვენ ძალიან მამაცი ადამიანი ბრძანდებით, რადგან განაცხადეთ ერთადერთი სიმართლე: აშშის მისია ავღანეთში არასოდეს ყოფილა სახელმწიფოსა და სტანდარტული ცენტრალიზებული დემოკრატიის მშენებლობა. 20 წლის წინ აშშ ავღანეთში კონკრეტული მიზნით შევიდა - გაკვეთილი მიეცა მათთვის, ვინც თავს დაესხა აშშ 2001 წლის 11 სექტემბერს, და იმაში დასარწმუნებლად, რომალ-ქაიდამეტს ვეღარ შეძლებს ავღანეთის გამოყენებას აშშზე ხელმეორედ თავდასხმისთვის”.

და რა არის აშშის მიზანი საქართველოში, ბატონო პრეზიდენტო? სახელმწიფოსა და დემოკრატიის მშენებლობა თუ მისი ტერიტორიის პლაცდარმად გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ? აშშმა 30 წლის განმავლობაში საქართველოს 5 მილიარდ 600 მილიონი დოლარი (წელიწადში დაახლოებით 186 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყო, ხოლო ავღანეთში 20 წლის განმავლობაში 2 ტრილიონი დოლარი (დაახლოებით 300 მილიონი დოლარი დღეში) დახარჯა. ნუთუ დემოკრატია ომზე ბევრად იაფია, ბატონო პრეზიდენტო?! "ჩვენ უფლება გვაქვს ვიცოდეთ სად მიდის ჩვენი ფული!", - მიუგო კელი დეგნანმა ჟურნალისტის შეკითხვაზე საქართველოში ტოტალური კონტროლის მიზეზების შესახებ. და სად წავიდა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული ავღანეთში, სადაც ნარკოტრაფიკი ერთ დღესაც არ შეწყვეტილა, ბატონო პრეზიდენტო?!

ჯანდაბას ფულიც და დიდი ფულიც! გამოდის, რომ ათასობით ჯარისკაცი - ამერიკელი, ქართველი, ნატოს ქვეყნების - დაიხოცნენ და დაიჭრნენ არა დემოკრატიის ასაშენებლად ვაშინგტონიდან 11 ათას კილომეტრში ძვირფასი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ავღანელი ხალხისთვის, არამედ უსამა ბინ ლადენზე შურისძიების გამო! მეტისმეტად ძვირი ხომ არ დაგვიჯდა ერთი ტერორისტის ლიკვიდაცია, ბატონო პრეზიდენტო?!

რაც კი შეეხებაალ-ქაიდას“, აქ ამერიკული მისია წარმატებულად საერთოდ არ შეიძლება ჩაითვალოს - 16 აგვისტოს განცხადებაში თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ ტერორისტული საფრთხე ავღანეთის მიღმა მეტასტაზირებულია: „ალ-შაბაბისომალში, „ალ-ქაიდაარაბეთის ნახევარკუნძულზე, „ან-ნუსრადაისლამური სახელმწიფოსირიაში, რომლებიც ცდილობენ დაამყარონ ხალიფატი სირიასა და ერაყში და შექმნან ფილიალები აფრიკისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში”.

   ღმერთმა დამაფაროს, პირადად თქვენ არაფერში გადანაშაულებთ, თქვენ ამ დაჯგუფებების ჩემოყალიბებაში არც წვლილი გაქვთ შეტანილი და არც ჯარები შეგიყვანიათ სირიასა და ავღანეთში, როცა უმადური ტერორისტები აშშ-ს დაუსპირისპირდნენ! პირიქით - ბაიდენმა დაასრულა ტრამპის მიერ დაწყებული საქმე და ისინი იქიდან გამოიყვანა: მე მტკიცე ვარ ჩემს გადაწყვეტილებაში - მე არ გავიმეორებ წარსულში დაშვებულ ჩვენს შეცდომებს: ყოფნა და ბრძოლა გაურკვეველ კონფლიქტში, რაც არ წარმოადგენს შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს; ფსონის გაორმაგება სამოქალაქო ომზე უცხო ქვეყანაში; ქვეყნის გადაკეთების მცდელობა ამერიკული ძალების გაუთავებელი სამხედრო განთავსებით - ეს შეცდომებია, რომელთაც ვერ გავიმეორებთ!- თქვენი განცხადება, რომ 20–წლიანი სისხლისღვრა შეცდომა იყო, ძალიან გაბედული ნაბიჯია (ჩვენში იყოს, და არანაკლებად მცდარი იყო ერაყში, სირიასა და სხვა ქვეყნებში შეჭრა), მაგრამ გაფრთხილდით: თქვენც, ტრამპივით, შეიძლება კრემლთან კავშირში დაგადანაშაულონ, რადგან 16 აგვისტოსს გაიმეორეთ ცნობილი ფრაზა რუსული ბესტსელერიდან "მეცხრე ასეული" („The 9th Company”). "მთელი ისტორიის მანძილზე - ვერავინ და ვერასდროს - ვერ დაიპყრო ავღანეთი", - ამბობს რუსი ოფიცერი ფილმში, ხოლო პრეზიდენტი ბაიდენი თავის ისტორიულ გამოსვლაში აცხადებს: "ავღანეთში არსებული ვითარება ნათლად აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოების და სტაბილურობის აღდგენა ძალით შეუძლებელია. მოვლენები, რომლის მომსწრენი ვართ ამ მომენტში, წარმოადგენს სამწუხარო მტკიცებულებას იმისა, რომ არცერთ თანამედროვე არმიას არ შეუძლია მიაღწიოს სტაბილურობას, ერთიანობას და უსაფრთხოებას ავღანეთში, რომელიც ისტორიაში ცნობილია "იმპერიების სასაფლაოს" სახელით“.

   ღრმად პატივცემულო ჯოზეფ რობინეტის ძევ!

   ბოლოს მინდა დავინტერესდე აშშ -ის გეგმებით ჩემს სამშობლოსთან - საქართველოსთან მიმართებაში. თუ №1 ბირთვული ზესახელმწიფო უძლიერესი არმიითა და ეკონომიკით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სამხედრო ალიანსთან - ნატოსთან ერთად, გაექცნენ AK-74 და RPG-18 შეიარაღებული 60 ათასი ყაჩაღისგან, როგორ დაიცავენ ისინი საქართველოს რუსული არმისსგან, როგორ დაგვეხმარებიან ტერიტორიების დაბრუნებაში?! ”, – მეკითხებიან თანამოქალაქეები. რა ვუპასუხო მათ, ბატონო პრეზიდენტო?! 20 წლის შემდეგ თქვენ აცხადეთ, რომ "ავღანეთში ბრძოლა არ შედის აშშის ეროვნულ ინტერესებში", და აშშთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია? გვაძლევთ გარანტიას, რომ ხვალ-ზეგ, ვინც არ უნდა მოვიდეს ამერიკის პრეზოდენტად, ჩვენ არ ვინანებთ ჩვენი პროამერიკული არჩევანის გამო, როგორც დღეს თვით ამერიკა ნანობს ავღენეთის გამო?!

ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები - ჩვენმა მისიამ ავღანეთში ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე არაერთი შეცდომა დაუშვა... ჩვენი ორი ათწლეულის ხანგრძლივობის ძალისხმევა ისტორიის საუკუნეთა გადალახვა და ავღანეთის გადაკეთება წარმატებით არ დაგვირგვინდა, რადგან ეს ვერასოდეს მოხდება...” - ეს სიტყვები თქვენი გამოსვლიდანაა, ბატონო პრეზიდენტო. მაშ, რატომ არის ვაშინგტონი დარწმუნებული, რომ საქართველოს გადაკეთების მისეული ძალისხმევა წარმატებით დასრულდება? საქართველო ხომ ავღანეთზე არანაკლებ უძველესი ისტორიისა და მდიდარი კულტურის ქვეყანაა და ქართველები არ აპირებენ თავიანთ ტრადიციებზე უარის თქმას?!

   ”ჩვენ მათ ყველაფერი მივეცით, რათა განესაზღვროთ თავისი მომავალი. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვაიძულოთ ისინი, იბრძოლონ თავიანთი მომავლისთვის... ამერიკელებს არ შეუძლიათ და არც უნდა იბრძოლონ და დაიღუპონ ომში, თუ ავღანეთის ძალებს არ სურთ საკუთარი თავისთვის ბრძოლა!" - ბრძნული სიტყვებია, ბატონო პრეზიდენტო, ბრავო! აი რაში მდგომარეობს „თალიბანის“ ვაშინგტონისთვის მოულოდნელად სწრაფი დაბრუნების მიზეზი, და არა ავღანელი ხალხის უმადურობაში ამერიკელების მიმართ, რომლებმაც 300-ათასიანი ავღანური არმია და სამხედრო-საჰაერო ძალები შექმნეს-აღჭურვეს! პატარა ქართველი ერსაცარ ეპიტნავათთავსმოხვეული ევროატლანტიკური ღირებულებები, რისთვისაც უაზრო სიკვდილს, ისევე, როგორც ავღანეთში, უკვე აღარ აპირებს! თუმცა, ღმერთია მოწმე, ჩვენ ძალიან ვეცადეთ - ავღანეთშიც და ერაყშიც. მიგიღეთ თბილისში, როგორც ამერიკული დემოკრატიის მამას, თუმცა აშშ- პრეზიდენტი ჯერ არ იყავით! პანდემიის მიუხედავად, ვაგრძელებთ ნატოს წვრთნების ჩატარებას, რომლებიც რეალურად ამერიკულ-ქართული წვრთნებია; ვხსნით სასწავლო ცენტრებს, რომლებიც რეალურად ამერიკული სამხედრო მინიბაზებია; გავხსენით ლუგარის ლაბორატორია, რომელიც რეალურად პენტაგონის ლაბორატორიაა; მადლიერებით ვიღებთ ამერიკულ სამხედრო second hand- და, კაცმა არ იცისრისთვის, ვყიდულობთ იმდენ ახალ FGM -148 "Javelin"–, როცა საქართველოში ყოველი მეხუთე უმუშევარია და ყოველი მეექვსეგაღატებული! ნუ ღელავთ, ბატონო პრეზიდენტო, ისინი მალე აღარ იქნებიან - კორონავირუსით დაიხოცებიან, ხოლო ქართული ოპოზიციის ლიდერები თბილისის აეროპორტისკენ გაქუსლავენ, როგორც ავღანელი მოღალატეები - ქაბულის აეროპორტში!

   რაც შეეხება საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებებს, რომელიც ამ ბოლო დროს უკვე "აღშფოთებული" კი არა, "განრისხებულია" "ქართული ოცნების" ხელისუფლებასა და მის ლიდერ ღარიბაშვილზე - აქაოდა, მიშელის ხელშეკრულება გაუქმებულია, გეიაღლუმი ჩაშლილია, ოქტომბრის არჩევნებშიც თუ გაიმარჯვეთ - დაემშვიდობეთ ნატოსა და ევროკავშირს და ელოდეთ სანქციებს!“ - ავღანეთში აშშ-ის ფიასკოს შემდეგ, ისინი ძალიან სასაცილოდ ჟღერს. "საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აშშთვის, რადგან გასასვლელი აქვს შავ ზღვაზე - ერთადერთ ეკონომიკურად მომგებიან აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო მარშრუტზე, რომელიც არ გადის რუსეთსა ან ირანზე", - წერენ შეკვეთილ სტატიაში სააკაშვილის ლობისტები იან კელი და დევიდ კრამერი, რომლებმაც მისგან ქრთამს ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დროს იღებდნენ. მაგრამ, თუ ეს ასეა, თუ აშშ მართლა არ სურს დაემშვიდობოს საქართველოს, ავღანეთის მსგავსად, მაშინ მიხედეთ თქვენს არჩევნებს, ბატონებო, ხოლო საქართველოს დაეხმარეთ ეკონომიკის აღორძინებაში, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მშენებლობაში, მაღალი ტექნოლოგიების დანერვაში! ჩვენ გვიყვარდა ამერიკა, რომელიც საოცრებებს ახდენს მეცნიერებასა და ტექნიკაში, და როგორც მოკავშირე ფაშიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლაში!

მაშ, დაგვიბრუნეთ ჩვენი ამერიკა, ბატონო პრეზიდენტო!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 23 აგვისტო
საქართველო, თბილისი