საზოგადოება
მარია ზახაროვა: „ყირიმის პლატფორმის“ მონაწილეების პოზიციებს დავაფიქსირებთ

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. მოსკოვი დააფიქსირებს „ყირიმის პლატფორმის“ სამიტის მონაწილე-ქვეყნების პოზიციას და დასკვნებს გააკეთებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„ყირიმის პლატფორმის“ სამიტი უკრაინის ინიციატივის კიევში 23 აგვისტოს გაიმართება. მასზე იქნება განხილული ყირიმზე კონტროლის „დაბრუნების“ საკითხი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებას თქმით, სამიტში მონაწილეობას მიიღებს 44 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის თურქეთის ელჩი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსალოდნელ შეხვედრას უწოდა „შაბაში“, სადაც დასავლეთი გააგრძელებს თანამედროვე უკრაინული ხელისუფლების ნეონაცისტური, რასისტული განწყობების გაღვივებას“.

რა თქმა უნდა, რუსეთი დააფიქსირებს ამ ქვეყნების და სახელმწიფოების პოზიციას და შესაბამის დასკვნებს გამოიტანს“, - უპასუხა ზახაროვამ კითხვას, გააგრძელებს თუ არა რუსეთი დიალოგს სამიტის მონაწილეებთან ან მოყვება თუ არა რაიმე რეაქცია: პერსონალური სანქციები თუ ცალკეული სახელმწიფოების ელჩების გამოწვევა.

ყველა მონაწილისთვის ჩვენი პოზიცია ცნობილია. მათ რუსული მხრიდან მიიღეს არაერთი მიწვევა, დაენახათ ყირიმი საკუთარი თვალით და მიეღოთ საკუთარი, არაანგაჟირებული, რეალური შთაბეჭდილება“, - აღნიშნა მან Газета.ру-სთან ინტერვიუში.

Sputnik-Georgia