საზოგადოება
საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები გუშინ თბილისის დროით 13:41 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდის მინიციპალიტეტის სოფელ სამებასთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 4.0 მაგნიტუდა შეადგინა.
საქართველოში ბოლო პერიოდში მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმე დაფიქსირდა და თითქმის ყველა მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. სიძლიერით ყველაზე დიდი მიწისძვრა 16 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა. თბილისის დროით 05:44 საათზე მიწისძვრის სიძლიერემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.