უცხოეთი
საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ მდგომარეობაზე სპეციალურ ვიდეო კონფერენციაზე იმსჯელებენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა „ტვიტერში“ დაწერა.
“ავღანეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ და ბოლო დღეებსა და საათებში პარტნიორებთან ინტენსიური კონტაქტების შემდეგ, გადავწყვიტე ხვალ დღის მეორე ნახევარში მოვიწვიო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეო კონფერენცია პირველი შეფასებისთვის", - დაწერა ბორელმა.
მისივე თქმით, ავღანეთი გზაჯვარედინზე დგას და საქმე ეხება მისი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, ისევე როგორც საერთაშორისო უსაფრთხოებას.
interpressnews.ge