რელიგია
საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქო ეკლესიებს მიმართავს, დაიცვან რეგულაციები და სიტკბოების მისაღებად ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ. ამის შესახებ აღნიშნულია ბრძანებაში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა.
ბრძანებაში, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აწერს ხელს, აღნიშნულია: „14 აგვისტოდან სამი კვირის განმავლობაში, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნას დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებულ იქნას ერთჯერადი ჭიქები“.