საზოგადოება
გარდაიცვალა ნანული სარდიონის ასული ქაჯაია-პაჭკორია

pachkoriaსაინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ დღეს, 2011 წლის 16 მაისს, თბილისში 72 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ჟურნალისტის – თენგიზ პაჭკორიას დედა – ნანული სარდიონის ასული ქაჯაია-პაჭკორია.

1993 წლის 20 თებერვალს სოხუმის საცხოვრებელი კვარტლის ავიადაბომბვის დროს ბომბი პაჭკორიების ოჯახის ეზოში ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ოჯახის უფროსი, 56 წლის ბოჩია ივანეს ძე, თენგიზმა და დედამისმა კი მრავალრიცხოვანი ჭრილობა მიიღეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ჯერ სოხუმში, შემდეგ კი მოსკოვსა და თბილისში მკურნალობდნენ. 1993 წლის აგვისტოდან ისინი თბილისში ცხოვრობენ. მიუხედავად მძიმე ჭრილობებისა და სულიერი ტრავმისა, ნანული სარდიონის ასული სულით არ დაცემულა და მთელი ამ წლების განმავლობაში სოხუმში დაბრუნების მოლოდინში ცხოვრობდა და შრომობდა. ამქვეყნიდან წავიდა ქალი, რომელიც თავისი სათნოებით, ყურადღებით, სითბოთი, მტკიცე ხასიათითა და ნებისყოფით სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა როგორც სოხუმელი ლტოლვილების, ისე თბილისის მცხოვრებთა მხრიდან.

ამ მძიმე წუთებში საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ ჟურნალისტთა კოლექტივი გულითადად თანაუგრძნობს კოლეგას – თენგიზ პაჭკორიასა და მის ოჯახს.

პანაშვიდი: 17, 18, 19, 20 მაისს. მისამართი: თბილისი, გლდანის 1 მკრნ, 21-ე კორპ, მე-10 სად.

დაკრძალვა 21 მაისს.