საზოგადოება
ამირან გამყრელიძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა

 საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა, ამიტომ ყველა ვერსია, მათ შორის, უარესი ვერსიებიც განიხილება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, განიხილება თუ არა საველე ჰოსპიტლების გახსნა.

მისივე თქმით, 5000 ყოველდღიური შემთხვევიდან 12%-ს საავადმყოფო დახმარება ესაჭიროება.

„ყოველდღიურად როდესაც გვაქვს 5000 შემთხვევა იქიდან საავადმყოფო დახმარება სჭირდება 5-10 და შეიძლება 12%-ს მაინც. მართალია ე.წ. გაწერის ინტენსიურობა მეტია, მაგრამ დატვირთვა სერიოზულია. მე ახლა დეტალებს ვერ გეტყვით, განიხილება ყველა ვარიანტი და დღესაც იყო ამაზე მსჯელობა. განიხილება ყველა ვარიანტი დაწყებული საველე ჰოსპიტლებიდან ან კიდევ სხვა - საველე ჰოსპიტლები დიდ სივრცეებში, სადაც ნაკლები პერსონალით შეიძლება დიდი რაოდენობა მოქალაქეების მომსახურება ისევე, როგორც სამხედრო ექიმების და სამხედრო სამსახურის ჩართვა და კიდევ სხვა ვერსიები იმიტომ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა, ამიტომ ყველა ვერსია, მათ შორის, უარესი ვერსიებიც განიხილება", - განაცხადა გამყრელიძემ.