საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 635 პაციენტი

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 635 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 430 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 564, „პისიარ“ ტესტით – 19 866.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,61%, ბოლო 14 დღის – 9,33%, ბოლო შვიდი დღის – 10,27%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 461 198 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 409 110 გამოჯანმრთელდა, 6 230 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 688 940 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 935.

კარანტინის რეჟიმშია 53, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 578 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 238 პირი.