საზოგადოება
ანჯელინა ჯოლიმ ქართველი სამხედროები მოინახულა

anjelinaსაქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ, რომელიც, ამავე დროს, გაეროს კეთილი ნების ელჩია, გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში ის ქართველი ჯარისკაცები მოინახულა, რომლებიც ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობის დროს დაიჭრნენ.

ამ დროისათვის ჰოსპიტალში ორი სამხედრო მკურნალობს – მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, კაპიტანი ალუდა სეთურიძე და ამავე ბატალიონის კაპრალი ედნარ აბულაძე.

ამასთან, უწყების განმარტებით, ნატოს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში მესამე ბრიგადის 32-ე ბატალიონი ეტაპობრივად 33-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. ბატალიონთა როტაცია ამ დროისათვის უკვე დასრულებულია.