უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 3 ადამიანი დაიღუპა

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 140 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, 232 297 ადამიანი დაავადდა. გამოჯანმრთელდა 221 407 ადამიანი, მათგან გასულ 24 საათში - 191 ადამიანი. ქვეყანაში ვირუსს კიდევ 3 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 653-მდე გაიზარდა.

interpressnews.ge