პუბლიკაციები
„რუსეთს არასოდეს გაუთანაბრებია მ. ნ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი ქართველ ხალხთან “ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

 საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ა.მ. ბიკანტოვის ბრიფინგის ფრაგმენტი "სამხრეთ კავკასიაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების წლისთავის შესახებ", მოსკოვი, 2021 წლის 5 აგვისტო.

”ცამეტი წელი გავიდა მ. ნ. სააკაშვილის რეჟიმის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან სამხრეთ ოსეთის ხალხისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ ერთობლივი სამშვიდობო ძალებისგან საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში. როგორც ჩვენ ყველას გვახსოვს, 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით, ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს სამხრეთ ოსეთის დასახლებული პუნქტების მასიური დაბომბვა, რის შემდეგაც დაიწყეს შეტევითი ოპერაცია ტანკების და თვითმფრინავების მხარდასაჭერით. მ. ნ. სააკაშვილის კარგად დაგეგმილი ქმედებების წინასწარგანზრახული ხასიათი 2009 წელს ევროკავშირის ეგიდით შექმნილი, კავკასიაში კონფლიქტის მიზეზების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია დაფიქსირებული.

რუსეთმა გადაარჩინა სამხრეთ ოსეთის ხალხი განადგურებისგან - ჯერ შეაჩერა საქართველოს შემოჭრა აგრესორის მშვიდობისკენ იძულებით ოპერაციის განხორციელებით, შემდეგ კი უზრუნველყო სამხრეთ ოსეთისა და ასევე, აფხაზეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, 2008 წლის 26 აგვისტოს ორივე რესპუბლიკის სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღაირებით.

ამჟამად რუსეთი წარმატებით ავითარებს სამოკავშირეო ურთიერთქმედებას აფხაზეთის რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან სხვადასხვა სფეროში. მის საფუძველს წარმოადგენს სოლიდური სახელშეკრულებო–სამართლებრივი ბაზა, რომელიც შედგება რიგი ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი და უწყებათაშორისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისაგან.

რუსეთ-აფხაზეთისა და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობა დიდი ხანია იქცა სტაბილიზაციის ფაქტორად სამხრეთ კავკასიაში. ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩვენი ქვეყნების კონსტრუქციული მონაწილეობა მიზნად ისახავს რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობების გამყარებას. აღნიშნული დიალოგის ფორმატის მთავარ ამოცანად მიგვაჩნია იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. აღნიშნული ღონისძიება მიმართულია იქითკენ, რომ იქცეს ქართული სამხედრო ავანტიურების განმეორების აღკვეთის საიმედო გარანტიად. ასეთი დოკუმენტის მიღების აქტუალობა იზრდება იმ კურსის ფონზე, რომელსაც ახორციელებს ოფიციალური თბილისი დაჩქარებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ამ ქვეყნის ჩასართავად მოსკოვის „შესაკავებლად“ აშშ-სა და ნატოს გეგმებში.

რუსეთს არასოდეს გაუთანაბრებია მ. ნ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი ქართველ ხალხთან. ჩვენ მზად ვართ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები იმ დონემდე, რამდენისთვისაც მზად არის ქართული მხარე. ვიმედოვნებთ, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს" და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით.

ეს სრულად ეხება თბილისის გარე "კურატორებს". დროა მათ უარი თქვან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "რეინტეგრაციის" უპერსპექტივო ხაზზე საქართველოში. რეალობისგან მოწყვეტილი თეზისების წერის ნაცვლად, როგორც ამას ადგილი ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოს შედეგების შემაჯამებელ, რიგი დასავლური ქვეყნების ბოლოდროინდელ ერთობლივ განცხადებაში, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით, მათ უნდა წაახალისონ თბილისი, დაამყაროს და შეინარჩუნოს თანაბარუფლებიანი და ურთიერთპატივსაცემი დიალოგი სოხუმსა და ცხინვალთან“.