საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 895 პაციენტი

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 895 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 932 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 258, „პისიარ“ ტესტით – 28 674.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,99%, ბოლო 14 დღის – 7,41%, ბოლო შვიდი დღის – 8,08%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 428 670 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 388 893 გამოჯანმრთელდა, 5910 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 523 466 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 677.

კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 045 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 173 პირი.

ამასთან, 2 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 286 პაციენტი, გარდაიცვალა 23 ადამიანი.