უცხოეთი
საქსტატი - ივლისში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 48.0 პროცენტით ზეთი გაძვირდა

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ივლისში წლიურმა ინფლაციამ 11.9 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, ივლისში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 48.0 პროცენტით ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა. 35.4 პროცენტით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული, 18.1 პროცენტით არის ფასები მომატებული ტკბილეულზე. ხოლო რძე, ყველი და კვერცხი 15.4 პროცენტით გაძვირდა.

პურსა და პურპროდუქტებზე ფასებმა 12.4 პროცენტით მოიმატა, ხოლო თევზეულზე – 11.5 პროცენტით. 5.3 პროცენტითაა გაძვირებული ხორცი და ხორცპროდუქტები.

მაისში წლიური ინფლაცია 7.7 პროცენტი იყო, ივნისში 9.9 პროცენტამდე გაიზარდა. ივლისში კი, წლიურმა ინფლაციამ ქვეყანაში 11.9 პროცენტი შეადგინა.

1tv.ge