უცხოეთი
საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 237 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 230 713-მდე გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ავრცელებს.
გასული 24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დადასტურებულა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა კვლავ უცვლელი - 4621 დარჩა. ქვეყანაში ვირუსისგან 220 289 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 5 800-ს აჭარბებს.
interpressnews.ge