პუბლიკაციები
ჯვაროსნული ლაშქრობა ლგბტ დროშით

 კოშმარულ სიზმარს რამხელა შვებად ახლავს გაღვიძებად წოდებული ხსნა, რომლის გახსენება ხშირად აშფოთებს ისედაც იშვიათობად ქცეულ სიმშვიდეს, მაგრამ სად წახვალ, როგორ დააღწევ თავს ამ უბედურებად თავსმოხვეულ სინამდვილეს, შენს ქვეყანას სევდასავით რომ გადაფარებია.

განგების მიერ ნაბოძები გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობით ადამიანს დედამიწაზე სიკეთის და სიყვარულის დამკვიდრება შეუძლია, სატანამ ბოროტება წყევლასავით რომ აადევნა. პანდორას სკივრით დასაჩუქრებას ბოროტების სიკეთესთან განუწყვეტელი ბრძოლა აჰყვა; მასთან დაკავშირებული ყველა უბედურება თავისთავად ბოროტების გამარჯვებაა.

მტრობით დანგრეულს ადამიანი სიყვარულით აშენებს, რაზეც ბრწყინვალე განმარტებას იძლევა ქართული ხალხური სიბრძნე: „რაც მტრობას დაუქცევია, სიყვარულს უშენებია...“ მაგრამ ამ მოზღვავებული ბოროტების გაკეთილშობილებას სიყვარული რომ ვეღარ აუდის!..

დედამიწაზე არსებული სულიერნი ერთმანეთს გლეჯენ თუ წამლავენ, ერთი საზრუნავი აქვთ, ჭამონ და მოისვენონ. გამძღარი მტაცებელი აღარავის არ ერჩის, ადამიანი კი, რაც უფრო მაძღარია და ბევრი ქონება მოუხვეჭია, უფრო მეტი უნდა. ძალაუფლებისაკენ ლტოლვა მოხვეჭის გაუმაძღრობაშეყრილთა საშინელი დაავადებაა, რომელიც ადამიანთა მოდგმას უფსკრულისაკენ მიაქანებს.

კაცობრიობა კი დასაბამიდან ურთიერთმოსპობის გაწამაწიაშია. ადრე თუ ამისათვის ხმალი და შუბი ჰყოფნიდათ, ახლა იმხელა უზარმაზარ ენერგიას ახმარენ, ომს და ომისთვის მზადებას, რომ უდაბნოებს წალკოტად გადააქცევდნენ. უგნურობისგან დაგროვილ ბოროტებას ერთი წვეთიღა სჭირდება, რომ დედამიწა უდაბნოდ აქციოს. ადამიანი კი, რაც უფრო ძლიერდება გონებრივად, მით უფრო სწრაფად მიიწევს საკუთარი მოსპობისაკენ.

ამ საშინელი სისხლცრემლიანი გზებით იარა ქართველმა ერმა დღევანდელობამდე, როცა მრავალი დიდი თუ მცირე ერი ისე მოისპო, რომ მისი ხსენება ბუნდოვნად თუ შემორჩა ხსოვნას. არც საქართველოს ედგა კარგი დღე. უძღებ და ეგოისტ შვილთა მიერ დაქუცმაცებული მტაცებელთა საჯიჯგნი გახდებოდა , მაგრამ ყველაზე მძიმე დროს სამშობლოს ერთგულ მამულიშვილთა ძალისხმევით კვლავ წელში იმართებოდა. ამგვარად, ქართველი ერის საამაყო მამულიშვილების, ტაო-კლარჯეთის მმართველის - დავით კურაპალატის, ქართლის მოურავის - იოანე მარუშისძის ძალისხმევით საქართველო გაერთიანდა. ამას მოჰყვა ერის სიამაყის, დავით აღმაშენებლის, მიერქვეყნის დიდების ზენიტში აყვანა. შემდეგ კი უმეცარ, ეგოისტ, განდიდების მანიით შეპყრობილ ფეოდალთა შურით სამარცხვინოდ წაგებული გარნისის ბრძოლა და ჯალალ ედ დინის მიერ სასტიკად დარბეული საქართველო; შემდეგ მონღოლთა პარპაშით ქვეყნის გაპარტახება; კვლავ ხსნად მოვლენილი გიორგი ბრწყინვალე და ერის აღორძინება.

თემურ-ლენგის უამრავი შემოსევის შედეგად აოხრებული ქვეყანა ერთიანად ითვლებოდა დასუსტებული ცენტრალური ხელისუფლებით. იმის მაგიერ, რომ გაერთიანების და ხელისუფლების გაძლიერებისათვის ეზრუნათ, თავი წამოყვეს ერის მოღალატე ფეოდალებმა. სამცხის მთავარი - ყვარყვარე მეფეს აუჯანყდა, მას ქუთაისის ოლქის ერისთავი - ბაგრატი მიჰყვა. დამარცხებული მეფე კახეთში გაიქცა და მისი მეფუკობა იკმარა. ცალკე იყო საბედიანო: გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, რომელსაც დადიან-გურიელი მართავდა.

ფეოდალებმა დაიტაცეს დაქუცმაცებული საქართველოს ნაწილები და მეთხუთმეტე საუკუნის მიწურულს საბოლოოდ დასრულდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის დაშლა.

ქვეყნის, ერისა და შთამომავლობის წინაშე უგუნურმა, განდიდების მანიით შეპყრობილმა ფეოდალებმა ასეთი საშინელი, მიუტევებელი ცოდვა იტვირთეს.

დანაწევრებული, დაკნინებული, მტაცებელთა მიერ დაჯიჯგნილისაქართველოს გაერთიანება კი არა, მისი არსებობის სანთელი თანდათან იფერფლებოდა, რომ იმედის სხივად აკიაფდა პატარა კახი, ჩვენებურად მეფე ერეკლე მეორე, სპარსულად - ერეკლე ხანი. ირანის შაჰთან დამსახურებისათვის ქართლის სახანოც შეუერთეს. ამრიგად, შაჰმა ქართველების მიერ გახლეჩილი ქართლ-კახეთი უნებლიედ გააერთიანა.

მოსპობის გზაზე შემდგარ ქართველობას ხსნად რუსეთი მოევლინა. თბილისში პირველად რუსული ჯარის შემოსვლას რამხელა ზეიმით და სიხარულით შეხვდნენ, ილია ჭავჭავაძეს გულის სითბოთი გაჯერებული შთაბეჭდილებებით აქვს აღწერილი.

გიორგი მეთორმეტე ორი წლის თავზე გარდაიცვალა. ქართლელებმა: ერეკლეს შვილი, დავითი არ გვინდა, ჩვენი მეფე ბაგრატიონ-მუხრანსკი უნდა იყოს, მაგან კახეთში იმეფოსო. ატყდა ჩხუბი, კინაღამ დახოცეს ერთმანეთი ქართლელებმა და კახელებმა. ამიტომ რუსეთის საექსპედიციო ჯარის უფროსმა - ლაზარევმა ურჩიათ: რად ხოცავთ ერთმანეთს, სთხოვეთ რუსეთის მეფეს, იქნებ დათანხმდეს საქართველოს მეფობაზეო. გაუხარდათ და პეტერბურგში მყისვე აფრიეს თხოვნის წერილი, რომელსაც ქართლელებიც და კახელებიც აწერდნენ ხელს.

რუსეთთან შეერთებამდე საქართველოში არც ერთი სკოლა არ არსებობდა. მხოლოდ 1802 წელს გაიხსნა პირველი „სახალხო სასწავლებელი“. 1830 წელს კი უკვე 90 სკოლა იყო.

თავადაზნაურებმა მოითხოვეს, ჩვენც რუსეთის თავადაზნაურების პრივილეგიებთან გაგვათანაბრეთო. კარგიო, უთხრეს, პეტიცია შეადგინეთ და მოაწერეთო ხელი. მხოლოდ ათმა პროცენტმა შეძლო ხელის მოწერა, დანარჩენებმა ჯვარი დასვეს, რადგან წერა-კითხვა არ იცოდნენ. ეს ის თავადაზნაურობაა, ყმა-გლეხებს საქონელივით რომ ყიდდნენ და მხოლოდ რუსეთთან შეერთების შემდეგ აღიკვეთა, სამოციან წლებში კი ბატონყმობა რუსეთმა გააუქმა.

დაქუცმაცებული საქართველო პირიდან გამოგლიჯა რუსეთმა სპარსეთსა და თურქეთს. მოსპობის ზღვარზე მისული ერი გაერთიანდა, გამრავლდა, განვითარდა და გამძლავრდა. რუსეთის იმპერიაში ქართველებს ისეთივე პრივილეგიები ჰქონდათ, როგორიც რუსებს. საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღვრილი სისხლით განმტკიცდა რუს-ქართველთა მეგობრობა, ნდობა და სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემით შეიკრა მათი ურთიერთობა.

სად ხედავენ აქ ოკუპაციას, უცხოეთის დაკვეთით ოკუპაციის მუზეუმის შემთითხვნელი ვაიქართველები?! გონებისაგან დამსუბუქებულთავიან მუხთალ, უმეცარ იდიოტთა უსირცხვილობას საზღვარი არ აქვს.

ევროპასა და ამერიკაში საკუთარ ძაღლიშვილად მიღებული პოლიტიკური მოღვაწე თავისი ხალხის შენიღბული მტერია, რადგან რასაც უცხოელთა დაკვეთით ასრულებს, თავის ხალხს და ქვეყანას უბედურებად უჯდება. როცა კაცს საკუთარი ერის ერთგულება, სიყვარული და თავდადება არ გააჩნია, ის ვერც სხვას შეიყვარებს, გამორჩენის იმედით შეუძლია, ემსახუროს მტერს და სამშობლოს ამომგდები გახდეს. ამგვარ უცხოეთის ძაღლიშვილებს მათი მბრძანებლები, როცა აღარ სჭირდებათ, საღეჭი რეზინასავით ყრიან სანაგვეზე.

ვინ შეიძლებოდა, აჰყოლოდა ქვეყნის უბედურებად შემოგდებულ რუსოფობიას? უცხოეთის ძაღლიშვილისთვის მყრალი ლუკმის მიგდებას, ან მიგდების სურვილს!

უმადურობა საზიზღარი დაავადებაა, რომელიც ძნელად იკურნება. მაგრამ ხსოვნაში სინანულის კვალს ბოლომდე ტოვებს.

ქართველი ხალხი კი უმადური არ არის, იგი დღესაც რუსეთს მეგობრად თვლის და იმის რწმენა არ უქრება, რომ რუსოფობიის შხამით მოწამლულთა პარპაშს ბოლო მოეღება, საქართველო გაერთიანდება და ძველი მეგობრობის ჩირაღდანი კვლავ აგიზგიზდება.

საქართველოს ისტორიის სუსხიან გზაზე უამრავი საშინელი განსაცდელი გადაულახავს და ერის საამაყო მამულიშვილთა თავდადებით გამძლავრებულა. რუსეთთან მეგობრობის პერიოდში და განსაკუთრებით, სოციალიზმის დროს განვითარებული და აყვავებული საქართველოს მაშინდელობა დღევანდელ სავალალო ყოფასთან შედრებით ნამდვილი რენესანსი იყო. იმისდასაბუთებულად მტკიცებას თუ ეცდები, როგორი გამძლავრებული, აყვავებული და უზრუნველყოფილი ცხოვრება უცხოეთის ლაქია დეგენერატებს მოვასპობინეთ, უამრავი კრეტინი აღრიალდება, რომ მასთან კამათი უაზრობაა, რამეთუ თავი უცხოეთიდან ჩატენილი ნაგვით ისე აქვთ გამოტენილი, რომ ჭეშმარიტების ადგილი აღარ დარჩენილა. ისეა მომრავლებული გაკოტრებული, ცრუპენტელა, ყბედ უსირცხვილო, დემაგოგ პოლიტიკოსებად წოდებულთა და იმავე უცხოეთის გოშია არასამთავრობოთა სარეველა, რომ ეროვნულ აზროვნებას ხალხთან მოსვლის საშუალებას არ აძლევენ და ყველგან მხოლოდ მათი ღავღავი ისმის; საღი, მამულიშვილური ცხოვრების დასვრის მცდელობაში თავიანთი სიბინძურით ამყრალებენ ეთერს.

წარსულის ლანძღვა, გაყალბებული ისტორია, ახალგაზრდობის სოროსიუგენდად აღზრდის მცდელობა, უფროსი და მხცოვანი ადამიანებისადმი თავხედური მოპყრობის ჩათესვლა, რა ჩამოთვლის იმდენ უზნეობას, რაც ცრუ დემოკრატიისთვის ბრძოლის საბაბით ევროპულ მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობას ახლავს. ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ ამ გადაგვარებულ გარყვნილთა ავანგარდში მყეფარ გოშიად საქართველოს გადაქცევა უნდათ. ფორმალურად ვითომ დამოუკიდებელი ამერიკის ელჩის ბრძანების გარეშე ერთ ნაბიჯსაც რომ ვერ გადადგამს. ამგვარი ბუტაფორიული ხელისუფლება კოლონიებსაც ჰყავთ. სხვა რა უნდა ეწოდოს პარლამენტის მიერ ლგბტ კანონის ერთხმად მიღებას, ნუთუ ასე განიძარცვა ქართველი კაცის სიამაყე?! შედეგად ეს გადაგვარებული გარყვნილები თავიანთი ბინძური დროშის ფრიალით რუსთაველის გამზირზე დარბიან და პატიოსნების, ზნეობრივ-მორალური სიწმინდის უზნეობითა და გარყვნილებით შეცვლას ითხოვენ.

ცხოვრება კი შეუჩერებლად მიგორავს უკან, თუ ასე გაგრძელდა, ბატონ-ყმობაში ამოვყოფთ თავს; თუმცაღა ბევრიც აღარ გვიკლია, როცა ერთი მუჭა მიწათმფლობელები, ბიზნესმენად წოდებული ბურჟუები, ვაჭრებად გასაღებული სპეკულიანტები და უამრავი ჯურის თაღლითები მდიდრდებიან, მშრომელი ადამიანები კი ღარიბდებიან და იძულებულები ხდებიან, სამშობლოს მიტოვებაში ეძებონ გამოსავალი ან მოახლეებად, მსახურებად, შავ მუშებად ემსახურონ გაზულუქებულ თანამემამულეებს. ამგვარი დამოუკიდებელი ცხოვრება გამოვთხარეთ სოციალური კეთილდღეობის ნგრევა-თხრით.

იქნებ მენშევიკური საქართველო იყო დამოუკიდებელი, ჯერ გერმანელები, შემდეგ ინგლისელები რომ დათარეშობდნენ, თურქეთს კიდევ შეუზღუდავი უფლებები ჰქონდა. თუ არა სამოქალაქო ომით გაპარტახებული რუსეთი, ქართველების ხსენებას გააქრობდნენ ისე, როგორც გააქრეს კოლა-არტაანში, შავშეთში, კლარჯეთში, იმერხევში და ოლთისში. აჭარაც იმ „ოკუპანტი“ წითლების ძალისხმევით შემორჩა დედა-საქართველოს.

სად ჰყავდათ მენშევიკებს ჯარი? თვითონ გარბოდნენ, ჯარი დაიშალა და ყველა სახლში დაბრუნდა. მენშევიკური გვარდია კი მხოლოდ მათ მოწინააღმდეგეთა დამსჯელად თუ გამოდგებოდა.

არც იმის დანახვა უნდათ, დამფრთხალი მენშევიკების მიერ გატაცებული განძი დღესაც რომ არ იციან, რამდენი ყუთი იყო და რამდენი გააქრეს, ჩამორთმეული, სტალისნის თხოვნით, დე გოლმა საქართველოს რომ დაუბრუნა. მენშევიკების მიერ გატაცებული, უკვე დაკარგული განძი ვინც დააბრუნა, „ოკუპანტია“, მენშევიკები კიდევ ერისკაცები?!.     

გასატანებულ უძღებ შვილთა ვერაგობა ქართველ ხალხს ხშირად უწამლავდა პატიოსანი შრომის უშფოთველობას; არც სოციალიზმის ბოლო წლები გამოდგა გამონაკლისი. სტალინის აჩრდილთან მებრძოლი კრემლის თავქარიანი და ყეყეჩი ბღენძების სულელური რეფორმებით აირია ქვეყანა და ცხოვრებას მომხვეჭელობა, მექრთამეობა, მლიქვნელობა მკბენარივით მომრავლდა და გაძვრა შევარდნაძე საქართველოს თავკაცად. ვაი, შენს ქართველობას! კრემლის გადაბერებულ ბღენძთა გულის მოსაგებად ქართველების ავტორიტეტის შესალახად იღვაწა. მთელს რუსეთში ქართველებს სპეკულიანტებად, ფალსიფიკატორებად, კომბინატორებად და მომხვეჭელად დასდევდა. საბჭოთა კავშირში დაწინაურებულმა ღალატის ღრმა კვალი იქაც გაავლო. ამ მუხთლობის ნოტზე აწყობილი არსების საქართველოში მობრუნებაშეიძლებოდა?! წავიდა და ქართველთა საუბედუროდ უცხოეთის ლაქია ძაღლიშვილთა ხროვა დატოვა, რუსეთთან ურთიერთობა რომ არ აღდგენილიყო, რუსეთ-საქართველოს ომად გასაღებული ავანტიურა მოაწყეს და ახლაც გვარიანად აფერხებენ ისედაც გაწამებული ქართველი ერის გამთლიანებას და აღორძინებას.

ქართველი ხალხისა და მისი ღირსეული შვილების რუსეთის მიმართ დამსახურებისადმი უმადურობის გრძნობით მოწამლულთა სიმცირეს არც საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროში განიცდიდნენ, სტალინის გენიის სითბოს მიფიცხებულები დაგროვილი ღვარძლის დათხევის მომენტს რომ უცდიდნენ.

გარდაიცვალა სტალინი და ქვეყანას მოაკლდა მისი გენიალური აზროვნების ენერგია, მაგრამ ცოცხალი იყო მეორე ქართველი, ბურჯივით რომ ედგა საბჭოთა კავშირის მყარად ნაგებ ძლიერებას. ახლა უკვე გასაოცარი მონდომებით გაერთიანდნენ კრემლის უმეცარი უმადურნი ბერიას მოსასპობად. იმდენად ეშინოდათ მისი, რომ მოსკოვი ტანკებით გაავსეს, ვერაგულად მოკლეს, გამოაცხადეს კი, ვითომ დააპატიმრეს და სამარცხვინო სასამართლო პროცესი მოაწყეს; იმპერიალიზმის რისხვას, იმპერიალიზმის დაქირავებული აგენტობა მიაწერეს.

მოხდა გადატრიალება და აქედან დაიწყო უმეცართა სამარცხვინო დიქტატურა. ახლა საბჭოთა კავშირს მძლავრი სოციალური კეთილდღეობა კი არ მიაქროლებდა, შემორჩენილი ენერგიით მხოლოდ მიგორავდა. ტაკიმასხარა ხრუშჩოვი და მისი ამფსონები სტალინზე შეთხზული ცილისწამებით და სიბრძნით ნაგები სახელმწიფოს ღრღნით იკმაყოფილებდნენ უმეცართა ბოდვას. შედეგად ცხოვრებამ უკან გორება დაიწყო. ადრე სხვა ქვეყნებს რომ ამარაგებდა პურით, ახლა თვითონ დაიმშა. ხრუშჩოვი, ყოველი არყით გალეშვისას ქართველების გადასახლებით რომ იმუქრებოდა, თავის ნაბოდვარს გაჰყვა.

უკან გორებამ სიჩქარეს უმატა, კრემლის თავკაცის უმეცრება და ორდენებით დაჯილდოვებაზე გადარევა სასაცილო ანეკდოტების პროდუქტად იქცა, ბოლოს არხიკრეტინმა გორბაჩოვმა ქვეყანა საბოლოოდ დააქცია. რუსეთს ამგვარი გარეწარი არ ახსოვს და შეიძლება არასდროს ეყოლოს.

დაიშალა საბჭოთა კავშირი მასში მცხოვრები ხალხების საუბედუროდ. უზარმაზარი სახალხო ქონებმა ადამიანმა-ვირთხებმა დაღრღნეს, დაიტაცეს და ამდენი ხნის გმირული შრომით შექმნილი სიკეთე არარაობად აქციეს. რუსეთმა ისეთი ღალატი იგემა, რომ სტალინისდროინდელთან შედარებით აჩრდილიღა დარჩა.

მაშინ სხვა რუსეთი იყო, საბჭოთა კავშირმა უნგრეთში ფაშისტური ამბოხება რომ გაანადგურა. ვერც ჩეხოსლოვაკიის დაშოშმინებისას გაატოკა „ნატო“-მ ხელი, ახლა უკრაინიდან ცენტრალურ რუსეთს რომ უღრენს.

ის რუსეთი აღარ არის, საბჭოთა კავშირის დაშლით გაზარცვული, დატაცებული და დაკნინებული უცხოეთის საჯირითოდ რომ იყო მიწაზე გართხმული, მაგრამ არც ისეთია, სტალინის გენიით გამძლავრებული კაცობრიობას ადამიანთა ბედნიერებისაკენ მიმავალ გზას რომ ასწავლიდა.

რუსეთი ფეხზე წამოდგა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროინდელ დიდებას რომ მიაღწიოს, სოციალიზმის კანონებით უნდა იცხოვროს მთელი რუსი ხალხის საკეთილდღეოდ და არა ოლიგარქების, მილიონრების და მილიარდერების გასიებული სტომაქის ამოსავსებად; ახლა კი კუთხეში მიმწყვდეული მოკრივესავით თავს იცავს მხოლოდ.

უკრაინა და რუსეთი ერთი მთლიანი ორგანიზმია ხალხით, რწმენით, სისხლით და ხორცით. ვინ გაყო უკრაინელები რუსეთისაგან? იმავე ევროატლანტიკურმა სპრუტმა! მტაცებლის სიფათზე დემოკრატიისათვის მებრძოლის ნიღბით, ბინძური ლგბტ-თა ფერებით შეთხუპნული დროშების ფრიალით მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობას რომ აწყობენ და მიზნად გაუხდიათ ხალხების გარყვნა, გაბინძურება, უზნეოთა მორჩილ არსებებად გადაქცევა.

ევროპელმა ჯვაროსნებმა ქრისტეს საფლავის გამოხსნის საბაბით, ხუთჯვრიანი დროშების ფრიალით მოწყობილი ლაშქრობები სამარცხვინოდ დაამთავრეს. ამ ავანტიურის სიმბოლო - დროშა ევროატლანტიკურმა ლიბერასტებმა ნაციონალთა ხელით საქართველოს შეაჩეჩეს, უცხო სხეულივით რომ მოერგო უზნეობასთან შეჭიდებულ ქართველი ერის ორგანიზმს ისე, როგორც ევროკავშირის დროშის ფრიალი - სახელმწიფო სიმბოლიკად.

ქართველთა ოჯახში უზარმაზარი ტრაგედიაა, თუ სქესობრივად გაუკუღმართებული, მყრალი წევრი ჰყავთ. ნარკომანს, ლოთს, ან ჭკუაშეცდენილს თანაგრძნობა და მკურნალობა სჭირდება, სქესობრივად ბილწ უკუღმართთა არსებობა კი ყოველმხრივ სამარცხვინო და სავალალოა.

განა ეკადრება ვაჟკაცური, ზნეობრივად სპეტაკი ადამიანური თანაცხოვრების საამაყო ტრადიციების მქონე ერს სამარცხვინო ლგბტ-კანონი შეაჩეჩო და თან დაავალო, მისი მსგავსი უზნეო ევროატლანტიკური რეკომენდაციების შესრულება?! როგორ შეიძლება ის შენი პარტნიორი იყოს, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონებული აქვთ და სხვისგანაც ამის დაკანონებას მოითხოვენ?! რა უნდა გჯეროდეს ევროამერიკელების, ოცი წელი ავღანეთში ვითომ ტერორისტებს რომ ებრძოდნენ, ჰეროინით ვაჭრობა ზენიტში აიყვანეს და ახლა სამარცხვინოდ გამოპარულებმა ქვეყანა იმავე ტერორისტ თალიბებს შეატოვეს; ამისათვის დაღვარეს ქართველ ვაჟკაცთა სისხლი ევროამერიკელთა ლაქია ძაღლიშვილებმა?! განა შეიძლება, ხალხის წინააღმდეგ შემართულ, პედარასტების სიბილწის, თავხედობის და აღვირახსნილი უსირცხვილობის დამცველ არსებას სახალხო დამცველი ეწოდოს?! ეს ყველაფერი ჩვენთან ხდება და ვითმენთ.

ევროატლანტიკური ლიბერასტები კი უზნეობის და გარყვნილების ფერებით შეთხუპნული დროშების აფრიალებას ცდილობენ საქართველოში. მაშ, რა უნდა ეწოდოს პარლამენტის წინ პედერასტების მიერ მათი სიმყრალისფერი კარვების უსანქციოდ გაშლას და დღედაღამ იქ ბღუნაობის სურვილს, პრემიერმა რომ დაგმო ეს საქციელი. ახლა გამოდიან ქეციანი, გაკოტრებული, პოლიტიკოსებად წოდებული პარაზიტები, უცხოეთის მიერ დაპროგრამებული, ჟურნალისტებად წოდებული სოროსიუგენდები, ევროატლანტიკურ ლაქიათა მთელი ხროვა, გამძვინვარებული ხალხის შეკავება პოლიციას რომ გაუძნელდა, ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ, რატო კარგად არ დაიცავიო; არადა ამ აქციის მოწყობა ბოლოს მაინც ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნას ემსახურებოდა. ხალხის ნდობადაკარგული, მეხუთე კოლონად ქცეული გაკოტრებული პოლიტიკოსები ახლა ლგბტ დროშის ფრიალით ცდილობენ ხელისუფლების უზურპირებას. რა ქნას ხელისუფლებამ ამ აღვირახსნილი ლიბერასტების პარპაშის პირობებში?

საფრანგეთის პრეზიდენტმა - დე გოლმაც გაბედა და ამერიკაში დოლარებით დატვირთული გემი გააგზავნა, ამის ექვივალენტი ოქრო მომეცითო. შედეგად საფრანგეთში სტუდენტთა მასიური გამოსვლები მოაწყეს და დე გოლი იძულებული გახდა გადამდგარიყო. ევროპის დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტს დოლარის სიყალბის გამჟღავნება არ აპატიეს. საქართველოს ხელისუფლების დამხობა გაუჭირდებათ, როცა ყველა სახელმწიფო უწყებაში მათი წარმომადგენელი ზის და ამერიკის ელჩი დედაკაცი, ძალაუფლებით მეფისნაცვალს რომ აღემატება, ხელისუფლებას საყვედურობს, ეს გარყვნილები რატომ კარგად არ დაიცავითო.

ხელისუფლებას კი ორი არჩევანი აქვს: ან ევროატლანტიკური მბრძანებლის სურვილით ლგბტ-თა მხარი დაიჭიროს და მათი დროშა ხუთჯვრიან და ევროკავშირის დროშებთან ააფრიალოს, რითაც ხალხის დამსახურებულ რისხვას ეზიარება; ან ხალხთან დადგეს და სამშობლოსათვის თავდადებულის სახელი დაიმსახუროს.

მე კი ხალხს გულისტკივილით მივმართავ:

უბეში გიზის, თავს იგდებს

ბილწი, ღალატის ჩამდენი,

ერთი კი არა, ბევრია,

აუ, სად გაჩნდა ამდენი?!

არ გეკადრება ჩათვლემა,

როცა ბუდეში გყავს მტერი,

გამოიფხიზლე, თორემა

უკვე გექცევა თავს ჭერი!

მწერალი - გივი სომხიშვილი
25 ივლისი 2021 წელი.