პოლიტიკა
სააკაშვილი: მოსკოვი კიევის დაპყრობას აპირებს!

 საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ რუსული ჯარების უკრაინის საზღვართან მიზიდვა ესაა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს სცენარის გამეორებაა. ”გარდა შორეული აღმოსავლეთისა, რუსეთში არსებული ყველა სადესანტო ჯგუფი ყირიმში გადაისროლეს. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ სამხედრო მანევრი, რადგან ეს არის დიდი ძალები, შესაძლებლობები და სახსრები ”.

სააკაშვილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა თავის სტატიაში შემთხვევით როდი მოიხსენია ზმეინის კუნძული - მისი ვარაუდით, მოსკოვი გეგმავს სამხედროების გადასხმას ზმეინის კუნძულზე, სადაც უკრაინელი მედესანტეები არიან განლაგებული. მან ასევე თქვა, რომ არსებობს კიდევ ერთი სცენარი, რომელსაც, მისი აზრით, მოსკოვი ამზადებს: ჯარის გადასხმა "მარიუპოლი - ზაპოროჟიე - ხერსონი - ნიკოლაევის" ხაზზე.