პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი.სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთელი ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, არის მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული.

„ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ. მე ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. მთელი ის სიყალბე, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, არის მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.