მოგესალმებით, ამ წერილს გწერთ პატიმარი იბრაგიმ (ვოვა) არუთინიანი. საქმე ის არის, რომ უკვე რამდენიმე წელია, ვეძებ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი ოჯახის წევრი. ის, რომ მე და დედაჩემი ვართ მარტო, ეს არ არის სწორი, ეს მიუღებელია ჩემთვის და მსურს შევიცვალო საკუთარი ცხოვრება; მსურს ვიპოვნო ისეთი ქალი, რომელიც გახდება ჩემი ოჯახის სრულფასოვანი წევრი. შეიძლება, ვიღაცამ, როცა ამ წერილს წაიკითხავს, თქვას, - ეს კაცი ალბათ, გაგიჟდა, უვადო პატიმარი ოჯახის შექმნას როგორ აპირებსო? არა, პატივცემულებო, მე არ გავგიჟებულვარ! მეტსაც გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ აი, უკვე 16 წელია ციხეში, სამარტოო საკანში ვარ, ჩემზე ყველაზე ნაკლებად შეიძლება ითქვას, რომ გიჟი ვარ ან არარაობად ვიქეცი.
მე ვარ 43 წლის და ყოველდღე ვვარჯიშობ სამჯერ დღეში (კრივი, სირბილი, მუცლის პრესი, სიმძიმეები...) და აგრეთვე, ყოველი დღე ცივი წყლით ვბანაობ ონკანის წყლით (ზამთარში თოვლში ვვარჯიშობ მაისურის გარეშე!)
პატივცემულებო, როდესაც მე ვამბობ - ყოველდღე, ეს ნიშნავს რომ მართლაც ყოველდღე, უკვე წლების განმავლობაში. ეს არ არის ტრაბახი, ეს არის რეალობა...
აქ ვაკეთებ ხელნაკეთ ნივთებს, ვსწავლობ უცხო ენებს, ვუსმენ ახალ ამბებს - როგორც ქართულ, ასევე უცხოურ არხებზე, ანუ მე ისე ვიქცევი, როგორც იქ, თავისუფლებაზე ბევრი ვერ მოიქცევა და შეშურდება.
ის, რომ უვადო პატიმარი ვარ, არ ნიშნავს, რომ ოჯახის შექმნის შანსი არა მაქვს.
დარწმუნებული ვარ, სადღაც არსებობს ადამიანი, რომელიც გამიგებს და ახლობელი გახდება ჩემთვის, მაგრამ მე არ შემიძლია ის ვიპოვო დამოუკიდებლად, რადგან მაქვს შეზღუდული კომუნიკაციის საშუალება. მხოლოდ წერილების დაწერა შემიძლია და მცირე დროით დარეკვა. აბა, ვის ვიპოვნი ასე? მით უმეტეს, ახლა, როცა ყველა გადასულია სოციალური ქსელებით ურთიერთობაზე და მე ხომ წვდომა არ მაქვს ინტერნეტთან, ვერც დედაჩემი ერკვევა ამაში. ამიტომ ვთხოვ ყველას, ვისაც შეუძლია რომ ეს ჩემი ღია წერილი გამოაქვეყნოთ, სადაც შეძლებთ - იქნებ ხალხმა შეიტყოს, რომ მე მჭირდება სანდო და ერთგული ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს არც გარეგნობას და არც ბევრ სხვა რამეს, მთავარია იყოს სანდო.
დამეთანხმებით ალბათ, რომ ასეთის მოძებნა ძალიან ძნელია, მაგრამ მაინც ეგეთები ჯერ არსებობენ. მთავარია ეძებო და იპოვნი! ხომ არიან ისეთები, ვინც ყველანაირი იმედი დაკარგა მომავლის და ფიქრობენ, რომ არავის სჭირდებიან. ჰოდა, ზუსტად მათ მინდა ვუთხრა, რომ მე, უვადო პატიმარმა არ დავკარგე იმედი და მყარად ვდგავარ ჩემს გზაზე აი, უკვე 16 წელია... მე მასაც შემიძლია დავეხმარო ასე თუ ისე!
მთავარია, გავიცნო სასურველი ადამიანი და როგორმე დავამყარო მასთან კონტაქტი მიმოწერის გზით, ან ზოგჯერ ხანმოკლე ზარით...
მე კარგად მესმის თუ რა ძნელია ნაბიჯი გადადგა და უვადო პატიმარს ციხეში დაეკონტაქტო, წერილი მისწერო... არც ჩემთვის არის ადვილი ამ წერილის გამოქვეყნება. ვინ რას იფიქრებს ამ წერილის წაკითხვისას - ღმერთმა იცის, მაგრამ მე მაინც ვწერ და მჯერა რომ ვიპოვნი ისეთს ვინც გამიგებს და ნებისყოფა ეყოფა, რომ მიპასუხოს.
ოღონდ დიდი თხოვნა მაქვს ყველასთან, რომ სერიოზულად მიუდგნენ ამ წერილს, ეს ხომ ჩემი და დედაჩემის მომავალს ეხება დაიმ ადამიანის მომავალს, ვინც განიცდის რეალურად ბევრ სირთულეს და მიუხედავად ამისა არ ნებდებდა!
ზოგი გვეხმაურება ცნობისმოყვარეობის გამო ან სხვა მიზეზით. ვითხოვ,გამომეხმაუროს მხოლოდ ის ვინც ჩემსავით ფიქრობს, უნდა ჰყავდეს მეგობარი და მომავალში შექმნას ოჯახი. თუ ვინმეს ეყოფა ნებისყოფა გამოგვეხმაუროს, დაუკავშირდეს დედაჩემს, ანჟელა არუთინიანსტელეფონზე 593-58-34-56, საღამოს 6 საათის შემდეგდა დედაჩემს გადასცეს ჩემთვის განკუთვნილი წეილი, ის კი გამომიგზავნის მე ციხეში!
ჩემს შესახებ მოკლე ინფორმაცია:
დავიბადე 12/03/1978 წ;
სიმაღლე -1.81 სმ.
წონა 77 კგ.
მე მჯერა ჩემი თავის და ვიცი, რომ სწორად ვიქცევი!
პატივისცემით ი. არუთინიანი