პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: „გერმანიას საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზებაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია“

hoisgenამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ბერლინში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მრჩეველთან საგარეო საკითხებში კრისტოფ ჰოისგენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ალასანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში  საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმდინარე პროცესსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ამასთან, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბუნდესტაგშიც გამართა. ალასანია ბერლინიდან პარიზში ჩასვლასაც გეგმავს, სადაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სენატში გამართავს შეხვედრებს.