საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციას ეწვია, სადაც მან შეხვედრა გამართა მის კოლეგა ვლადიმერ პუტინთან. როგორც აღინიშნა, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
„ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რა თქმა უნდა რეგიონში არსებული ვითარების მოგვარება რჩება. ეს საკმაოდ რთული თემაა, მაგრამ ყველას გვსურს აღნიშნულის მოგვარება და ამ გზას უნდა მივყვეთ“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე.
„მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის საომარი მოქმედებების დასრულებიდან ბოლო 8 თვის განმავლობაში თქვენთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენმა პირადმა კომუნიკაციამ იანვარში მოსკოვში და შემდეგ უკვე სატელეფონო ხაზის გამოყენებით, ითამაშა მნიშვნელოვანი როლი სიტუაციის სტაბილიზაციაში. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ პოსტ-კონფლიქტური პერიოდი იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო. ვფიქრობ, რომ საერთო ძალისხმევით ეს გამოგვივა“, – აღნიშნა ალიევმა.
1tv.ge