უცხოეთი
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 227 522-მდე გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ავრცელებს.
ამავე პერიოდის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების დროიდან დაღუპულია 4 569 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსისგან 218 427 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 4 526-ს შეადგენს.
interpressnews.ge