უცხოეთი
საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანში ჩავიდა. მიშელმა შეჰიდთა ხეივანში საბჭოთა კავშირის აგრესიის დროს დაღუპულთა სასაფლაო ყვავილებით შეამკო.
„მე პატივი მივაგე აზერბაიჯანელების წინააღმდეგ საბჭოთა აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას. უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროკავშირის ინტერესებშია და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენელი ნაწილია“, - დაწერა შარლ მიშელმა „ტვიტერში“.
აზერბაიჯანში ჩასვლამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 2-დღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ არმენ სარქისიანსა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
interpressnews.ge