საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე 14 ივლისს საბერძნეთში თავის ბერძენ კოლეგას, ნიკოლაოს პანაგიოტოპოულოსს შეხვდა და ორმხრივი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. ვიზიტის ფარგლებში, ჯუანშერ ბურჭულაძემ ათენში გამართულ საერთაშორისო თავდაცვის და უსაფრთხოების გამოფენაში DEFEA 2021 მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რომელიც საბერძნეთში კოლეგის მიწვევით იმყოფება, ასევე მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული „მრგვალი მაგიდის“ ფორმატის დისკუსიაში, რომელმაც უსაფრთხოების სფეროში 27-წევრიანი ბლოკის მთავარ ინიციატივებზე იმსჯელა.