საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. გერმანიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა და 43-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
30-დან 60-მდე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
სტიქიის შედეგად, დაზარალდა ჩრდილოეთ რეინი-ვესტფალიისა და რეინლანდ-პფალცის მიწები. ადამიანთა დასახმარებლად, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენები.
სტიქიას ვაშინგტონიდან გამოეხმაურა ქვეყნის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც განაცხადა, რომ დატბორილი მიწების მცხოვრებლებს სახელმწიფო დაეხმარება.
მისი თქმით, მუდმივად ეკონტაქტება ქვეყნის ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქი წყალდიდობის გამო გარესამყაროს მოწყვეტილია. ადამიანები იძულებული გახდნენ, სახლების სახურავებზე ასულიყვნენ და იქ დალოდებოდნენ მაშველებს.
interpressnews.ge