უცხოეთი
საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 23 827 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 786 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
რუსეთში ჯამში, ინფიცირების 5 857 002 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 145 278 ადამიანი ემსხვერპლა.
პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.
interpressnews.ge